fbpx

„იდეალური ქმარი ის კაცია, რომელიც თვლის, რომ იდეალური ცოლი ჰყავს“ – ბერნანდ შოუ

ავტორი ჟოლო
10.1K ნახვა

ჯორჯ ბერნანდ შოუ – გამონათქვამები

„თუ ლაპარაკი ისწავლეთ ეს ნიშანია იმისა, რომ გაიზარდეთ. თუ ისწავლეთ გაჩუმება ეს ნიშანია იმისა, რომ დაჭკვიანდით.”

იზრუნე მიიღო ის, რაც შენ მოგწონს, თორემ იძულებული იქნები მოგეწონოს ის, რასაც მიიღებ.

ფული, – მთავარი არ არის ცხოვრებაში, მაგრამ არ დაგავიწყდეთ მოიპოვოთ ის მანამ, სანამ მსგავს სისულელეს იტყოდეთ.

წარმატების საიდულო — გამოიწვიო რაც შეიძლება მეტი ადამიანის აღშფოთება.

წარმატება უშეცდომობას არ მოითხოვს, მაგრამ ითხოვს, არ დავუშვათ ერთი და იგივე შეცდომა ორჯერ.

ცხოვრება საკუთარი თავის პოვნა არაა – ეს საკუთარი თავის შექმნაა.

ადამიანები რომლებიც ფიქრობენ რომ რაღაც შეუძლებელია, არ უნდა აბრკოლებდნენ ადამიანებს, რომლებიც აკეთებენ მას.

არასოდეს გაერიო ღორებში. შენც მათსავით დაისვრები, ღორს კი წუმპე უყვარს.

იდეალური ქმარი ის კაცია, რომელიც თვლის, რომ იდეალური ცოლი ჰყავს.

ქალები უცებ ხვდებიან რომ ვუღალატეთ. ჯერ გაფიქრებული არც გვაქვს და ისიც იციან თუ ვისთან ვუღალატეთ.

ყველა დიდი კაცის უკან იდგა ქალი, რომელსაც მისი სჯეროდა და უყვარდა იგი ჭეშმარიტი სიყვარულით.

ყველაზე დიდი ცოდვა ახლობელი ადამიანებისადმი არის არა სიძულვილი, არამედ გულგრილობა, ესაა სისასტიკის ნამდვილი მწვერვალი.

ჩემი დიდება იზრდებოდა ყველა ჩემი წარუმატებლობის შემდეგ.

მან საერთოდ არაფერი არ იცის, მაგრამ თავი ყოვლისმცოდნე ჰგონია – იდეალური მონაცემები წარმატებული პოლიტიკური კარიერისათვის.

ერთადერთი გზა რაიმეს გაგების საქმის კეთებაა.

ჯორჯ ბერნარდ შოუ (1856-1950) ირლანდიელი დრამატურგი, რომანისტი და სცენარისტი. ის ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც ერთდროულად ჰქონდა ეს ორი ჯილდო — ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში და ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment