მე რომ სიყვარული შემეძლოს, ბოლომდე მიგიღებდი ისეთს, როგორიც ხარ… გულში არასოდეს გავივლებდი წყენას შენი მიმართულებით და არასოდეს მომინდებოდა, ფიქრებში შენი მსაჯული გავმხდარიყავი…
მე რომ სიყვარული შემეძლოს, არაფრად ჩავაგდებდი იმას, დღეში რამდენჯერ გინდება თმაზე ხელი გადამისვა და მითხრა რაიმე, რაც ძალიან გამიხარდებოდა…
მე რომ სიყვარული შემეძლოს, თვალდახუჭული გადმოვხტებოდი შენთან ერთად ნებისმიერი სიმაღლიდან და არ შემეშინდებოდა არცერთი წამით…
მე რომ სიყვარული შემეძლოს, არასოდეს ვიფიქრებდი, რომ შენ სიყვარული არ შეგიძლია…
და ბოლოს, მე რომ სიყვარული შემეძლოს, არასოდეს დამჭირდებოდა საკუთარი თავისთვის იმის მტკიცება, რომ სიყვარული შემიძლია…
მგონი ამქვეყნად ყველა ადამიანს ყველაფერზე მეტად სიყვარული სცივა და სიყვარული შია… მაგრამ მას ვერც კომუნალურის გადახდით ჩაირთავ და ვერც სუპერმარკეტში იყიდი…
მეორედ უნდა დაიბადო, რომ სიყვარული დააბრუნო შენში… ის სიყვარული, რომელსაც საკუთარ თავს ამქვეყნად მოვლენის დღიდან ნაგლეჯ-ნაგლეჯ ართმევ… და ცარიელდები…
@უნა – სიზმრების ქალაქი
ნატა თვალაძე