fbpx

მის მიღმა კი ჩვენ ვართ ნამდვილები, ბედნიერები, მშვიდები, თავისუფლები …

ავტორი ჟოლო
451 ნახვა

რისი მჯერა? ☀️

მჯერა იმის, რომ თითოეული ჩვენგანი იმსახურებს იყოს ბედნიერი და რომ ბედნიერება ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა 💛🌈☀️🌈💛

უბრალოდ ამის შეგრძნებაში და დანახვაში ხელს გვიშლის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი უარყოფითი, ზედმეტი ფიქრები, წარმოდგენები საკუთარ თავზე, სხვა ადამიანებზე, სამყაროზე, ჩვენი უარყოფითი ცხოვრებისეული გამოცდილებები, რომლებთანაც საკუთარ თავს ვაიგივებთ და შემდეგ მთელი ცხოვრება ტვირთად ვატარებთ და მის მიხედვით ვცხოვრობთ…

მის მიღმა კი ვართ ჩვენ, ნამდვილები, ბედნიერები, მშვიდები, თავისუფლები, მაგრამ საკუთარ, ასეთ ნამდვილ თავს ვერ ვხვდებით ხოლმე, რადგან გვჯერა იმ წარმოდგენების, რასაც საკუთარ თავზე ვყვებით და რის მიხედვითაც ვცხოვრობთ.

საბედნიეროდ ჩვენ ყოველთვის ვცხოვრობთ “ახლა” და ყოველ ასეთ “ახალ” მომენტში შეგვიძლია გავთავისუფლდეთ დავუბრუნდეთ ჩვენს თავს და ჩვენს ნამდვილ ბედნიერ, მშვიდ, ჰარმონიულ და თავისუფალ არსს შევუერთდეთ 😍😍☀️☀️

მე მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანის ცვლილება ამ სამყაროსაც უკეთესობისკენ ცვლის😍😍😍

ასევე მჯერა იმისიც, რომ ფუნდამენტური, მყარი, ხარისხიანი და ნამდვილი ცვლილებები მხოლოდ შიგნიდან იწყება ☀️💛☀️

თინი ბასილაია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment