fbpx

„მოგეცეს ის რაც სხვისთვის გინდა“…

ავტორი ჟოლო
129 ნახვა

შენ რომ შეცდომებს უშვებ, იმიტომ მოგექცენ ცუდად.

თუ შეცდომა არ დაგიშვია და მაინც მოგექცენ ცუდად, ეს გაკვეთილია და უნდა ისწავლო გამკლავება, ან მეორედ ასე ახლოს აღარ უნდა მოუშვა ადამიანი, რომელიც შენი გულის ტკენას შეძლებს.

თუ ფიქრობ, რომ შენ არაფერში შემცდარხარ, უკვე ცდები.

ერთი და იგივე შევდომას თუ უშვებ, გონიერება, გაცნობიერება და წინდახედულება გაკლია.

თუ ვინმეს ცუდს უსურვებ, ეს სურვილები შენი გონებიდან მოდის, შენ გონებაშივე რჩება და ზუსტად ეს არის ის წამება რასაც მერე ცხოვრება გაძლევს.

გონებიდან წამოსული შენი აზრები, ფიქრები, სურვილები, ოცნებები, გზაა შენი მომავლისა.

შენი გონი თესავს აზრებს, ფიქრებს, სურვილებს, ქმედებებს და მერე იმკის იმას, რაც დათესე.

,,რასაც დათესავ, იმას მოიმკი”

როცა ვინმეზე ცუდს გაიგებ და იტყვი ღირსიაო, მაშინ შენ დაშორებული ხარ ღმერთს, სიბნელეში იმყოფები და კარგს ნუ ელი.

ცუდის სიხარული ავის მომასწავებელია, თუნდაც მტრისა, ან კონკურენტისა.

ეჭვი, გვირგვინია უბედურებისა, ტანჯვისა და დამარცხებისა.

მოგეცეს ის რაც სხვისთვის გინდა. თუ გონი გიჭრის, მაშინ მიხვდები განგების ძალას.

გიორგი ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment