fbpx

მორფოგენული ველი: რუპერტ შელდრეიკის ცნობიერების კვანტური თეორია

ავტორი ჟოლო
3.5K ნახვა

არ დაფიქრებულხართ – რატომ გრძნობს ადამიანი ვიღაცის მზერას ზურგიდან, ან მტრედები როგორ ბრუნდებიან თავიანთ ბუდეში, ხოლო რაღაცის ათვისება ყველაზე ადვილი მასწავლებელთან ერთად რატომ არის?!

💫 წინა საუკუნის დასაწყისში, ევროპაში მიღებული იყო ასეთი მეთოდი:

დილაობით მერძევეები სახლებთან ტოვებდნენ რძის ბოთლებს, რაც ძალიან მოსახერხებელი იყო ადამიანებისთვისაც და….ჩიტებისთვისაც. 🙂

ინგლისის ქალაქ საუთჰემპტონის პატარა ჩიტები ნისკარტით ხვრეტდნენ რძის ბოთლის თავსახურებს და სანამ ადამიანები წაიღებდნენ სახლებში- ისინი საუზმობდნენ რძით!

რამდენიმე ხნის შემდეგ ინგლისის სხვა ქალაქებში დაიწყეს ჩიტებმა იგივეს გაკეთება, ხოლო 40-იანი წლებისთვის უკვე სხვა ევროპელმა ჩიტუნებმა აითვისეს ეს მეთოდი.

უბრალოდ, მეორე მსოფლიო ომმა აიძულა მერძევეები შეეწყვიტათ ვაჭრობის ეს მეთოდი და შესაბამისად ჩიტებიც გადაეჩვივნენ.

….. რვა წლის შემდეგ, როდესაც რძის მიწოდება აღადგინეს, ჩიტუნებმაც გაიხსენეს თავისი ჩვევა.

მაგრამ საქმე იმაშია, რომ პატარა ჩიტები, წივწივად წოდებული, მხოლოდ 3 წელს ცოცხლობენ…. მათ რატომღაც ადვილად გაიხსენეს „წინაპრების“ ჩვევები. რატომ და როგორ მოხდა ასე- კარგად აქვს ახსნილი რუპერტ შელდრეიკს თავის წიგნში „7 ექსპეტიმენტი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს სამყარო”..

მაგრამ ახლა სულ სხვა საკითხს მინდა შევეხოთ:

💫 შელდრეიკმა შექმნა ინფორმაციული ველის თეორია, სადაც (ველში) ადამიანების აზრები მატერიალიზდება…

და თუ ისინი ნეგატიურია, მაშინ ცხოვრებაც საშინელებად იქცევა, ხოლო თუ მათი აზრები ნათელი და პოზიტიურია, შესაბამის ელფერს იძენს სამყაროც.

💫 ადამიანები თვითონ, თავისი აზრებით ქმნიან სამყაროს, რომელშიც ცხოვრობენ.

მაგალითად, შელდრეიკმა შენიშნა, რომ ადამიანი იმ ცოდნას უფრო ადვილად ითვისებს, რაც ადამიანების დიდმა რაოდენობამ იცის.

ყველა უფრო ადვილად ითვისებს ინგლისურ ენას მარტო იმიტომ, რომ ზოგად, საინფორმაციო ველში უკვე დევს ბევრი ადამიანის ცოდნა, არსებობს ინგლისურის ხატ-სახეების გარკვეული ველი, რომელიც ეხმარება ადამიანებს მის ადვილად ათვისებაში.

💫 ასეთი ველების ხატ-სახე, ფორმა შეიძლება იყოს ინფორმაცია, ემოცია ან ქცევის გარკვეული წესი.

💫 ასეთი ველები არამარტო ადამიანებს, არამედ ცხოველებს, ჩიტებს, მწერებს, მცენარეებს და კრისტალებსაც კი გააჩნიათ. (ამიტომ იღებს ზოგიერთი კრისტალი მკაცრად განსაზღვრულ და არა თვითნებურ ფორმას)

💫 შელდრეიკმა ფორმების ველებს უწოდა** მორფოგენური ველები **(მერფოგენეზი- ფორმაწარმოება), რომლებიც გავლენას ახდენენ საგნების ფორმასა და სტრუქტურაზე.

💫 სხვათაშორის, ჰარვარდელი ბიოლოგი ვ.მაკდუგალი, 15 წლის მანძილზე აიძულებდა ვირთხებს, რომ ლაბირინთიდან გასასვლელი ეპოვნათ. შედეგები გასაოცარი აღმოჩნდა:

თუ ვირთხების პირველი თაობა გასასვლელის პოვნაში საშუალოდ 200 შეცდომას უშვებდა, შემდეგი თაობა ცდებოდა მხოლოდ 20-ჯერ.

მაგრამ აქ საოცარი ის იყო, რომ იგივე ექპერიმენტის ავსტრალიაში ჩატარებისას ვირთხები ეგრევე პოულობდნენ გასასვლელს.

ეს უკანასკნელნი კი „პირველაღმომჩენი“ ვირთხების არც ნათესავები იყვნენ და არც შთამომავლები, რომ გენეტიკურად გადასცემიათ ეს ცოდნა.

💫 კიდევ ბევრი მაგალითი ჰყავს მოყვანილი თვითონ შელდრეიკს, მაგრამ აქ აღარ განვავრცობ.

💫 მისი აზრით, ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ან ცხოველის ტვინი, თვითონ, თავის თავში კი არ ინახავს ცოდნას ან მოგონებებს, არამედ ამ ყველაფერს იღებს მორფოგენული ველიდან.

საჭირო დროს,** ტვინი თვითონ გადაეწყობა აუცილებელ მორფოგენულ ველზე, ისევე როგორც რადიომიმღები- ტალღაზე.**

** **მორფოგენულ ეთერში კი საკუთარი მოგონების დაჭერა უფრო ადვილია, ვიდრე სხვა ადამიანის.

მაგრამ ტალღის დაჭერის კარგად ათვისების შემთვევაში შესაძლებელია ნებმისერი ადამიანისა თუ სოციუმის მოგონების დაჭერა.

💫 მორფოგენული ველები შეიძლება შეიცვალოს- ახალ ცოდნასთან ერთად.

თუ გუშინ, ჯერ კიდევ უცნობი ცოდნა, ხვალ გავრცელდება და მისი ველიც გაიზრდება და ეს ცოდნა ყველასთვის გახდება ხელმისაწვდომი. ამასთან არამარტო ადამიანებისთვის, არამდე ცხოველებისა და მცენარეებისთვისაც კი.

💫 ცხოვრების, ადამიანისა და კულტურის ევოლუცია და ასევე განვითარების იმპულსი ღრმად არის ჩამჯდარი მორფოგენულ ველში.

💫 თუ არსებობენ მორფოგენული ველები, საერთო ადამიანებისა და ცხოველებისთვისაც კი, გამოდის, რომ ყველაფერი სამყაროში ერთმანეთთან კავშირშია.

როდესაც ჩვენ ვიგებთ რაღაც ახალს, გამოდის რომ ვიგებთ არამარტო ჩვენ, არამედ სხვა ადამიანებიც და მთელი სამყაროც და ჩვენი ცოდნა ხდება საერთო.

💫 სწორედ მორფოგენული ველების წყალობით ბრუნდებიან მტრედებიც თავის ბუდეში, გადაეცემა ადამიანს მასწავლებლის ცოდნა და გრძნობს უცხო მზერას უკნიდან!! 😉

ცოტა ხნის წინაც დავწერე და ახლაც განვმეორდები:

💫 ახლა, ამ გარდამავალ ეტაპზე, იმდენად გათხელებულია საზღვარი ჩვენს მატერიალურ დონესა და ნატიფ დონეებს შორის, რომ ინფორმაცია ადვილად გადადის ერთიდან მეორეზე, ადვილი მისაწვდომია ადამიანთა დიდი რაოდენობისთვის

ანუ ადვილია შეღწევა ერთიან საინფორმაციო ველში!

შესაძლოა სწორედ შელდრეიკის მორფოგენული ველებიც აქტიურად იღებენ ამაში მონაწილეობას…. ვინ იცის?! 🙂

💫 და თუ ეს ასეა, მაშინ მითუმეტეს, ბევრმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს საკუთარი შიში და გადავიდეს პოზიტიურ, ნათელ განწყობაზე, აზრებზე.

💫 ყველამ ვიცით, რომ სამყაროში მუშაობს პრინციპი **„მსგავსი იზიდავს მსგავსს“ **ხომ?

ამიტომ რაღა შიშით მივიზიდოთ შიში და ნეგატიური სიტუაციები, როდესაც შეიძლება გავისუფთავოთ აზრები და სინათლითა და** სიყვარულით მივიზიდოთ- სიყვარული**?

ხომ არ ღირს ამაზე დაფიქრება?

💫 და თუ ბევრი ადამიანი შეძლებს შიშზე უარის თქმას, ეს შეცვლის ჩვენი კოლექტიური ცნობიერის მორფოგენულ ველს და გადაეწყობა სიყვარულისა და ნათელ ენერგიებზე, მაშინ სამყაროც შეიცვლება…

..და შეიცვლება უკეთესობისკენ!!

ჩვენ, ყველას შეგვიძლია სიტუაცია უკეთესობისკენ მივაბრუნოთ! ❤

…და მე მჯერა – ასეც იქნება!! ❤ 😉

სიყვარულით დაჯი მამულაშვილი

ასტრო-ფსიქოლოგი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment