შეინახე ეს სტატია და ზოგჯერ თვალი გადაავლე – მათი დახმარებით, ცხოვრება გაგიმარტივდება!
ეს შენი სიცოცხლეა.
აკეთე ის რაც გიყვარს და აკეთე ის მუდმივად.
თუ რამე არ მოგწონს – შეცვალე.
თუ არ გიყვარს შენი სამსახური – დაუსვი მას წერტილი.
თუ დრო არ გყოფნის – შეეშვი ტელევიზორის ყურებას.
თუ შენ ეძებ ცხოვრებაში სიყვარულს – შეეშვი ძებნას. ის თავად გიპოვის მაშინ, როდესაც გააკეთებ იმას, რაც გიყვარს.
გეყოფა ანალიზი… ცხოვრება ანალიზს არ ემორჩილება
ცხოვრება – ეს სიმარტივეა. ცხოვრება მარტივია.
ყველა ემოცია კარგი და მშვენიერია.
როდესაც ჭამ, ისიამოვნე ყოველი ლუკმით.
გახსენი შენი გონება, ხელები და გული სიახლისთვის. გაეხსენი ადამიანებს.
დაიმახსოვრე, ის რაც ჩვენ გვანსხვავებს ერთმანეთისგან, ჩვენვე გვაერთიანებს.
ნუ გეშინია შეეკითხო. არ შეგეშინდეს უპასუხო. ნუ გეშინია ოცნებები გაანდო.
იმოგზაურე! შესაძლებელია თავი იპოვო იქ, სადაც დაიკარგები.
ბევრი შესაძლებლობა ჩნდება მხოლოდ ერთხელ. აიტაცე ის.
ცხოვრება – ეს ადამიანებია შენს გზაზე და ის, რასაც მათთან ერთად შექმნი.
ასე, რომ დაიწყე შექმნა!!!
ცხოვრება – ეს სწრაფი მოძრაობაა.
სწორედ ახლა, აი, ახლა მოვიდა დრო და დაიწყე!!!
სიყვარულით და თქვენს შესაძლებლობებში რწმენით
ქოუჩი და წარმატების ექსპერტი
თამარ კვარაცხელია
წყარო: https://zrda.wordpress.com/