fbpx

„მხოლოდ ამით შეიძლება დაინახო ადამიანი რისი მატარებელია“

ავტორი ჟოლო
1.4K ნახვა

ერთი აღმოსავლური გამოთქმაა, მიყვარს ძალიან:

„ერთხელ ერთ სუფიას ჰკითხეს: “როგორ უნდა ამოვიცნოთ სულიერი ადამიანი?” სუფიამ უპასუხა: “ეს არ არის ის, რასაც ლაპარაკობს, არც ის, როგორადაც ის გეჩვენება, არამედ ის ატმოსფერო, რომელიც იქმნება მისი თანდასწრებით. აი რა არის ამის დამადასტურებელი. ვინაიდან არავის ძალუძს შექმნას ატმოსფერო, რომელიც მის სულს არ ეკუთვნის..”

ადამიანი მხოლოდ იმას გასცემს რაც უკვე მასშია (მხოლოდ პირდაპირი გაგებით არ უნდა მივიღოთ ეს ოღონდ, გაცემა ხომ მაინც და მაინც რაღაც ნივთის ჩუქებას არ ნიშნავს). იმიტომაც ივსება ეს ატმოსფერო მის გარშემო იმ ენერგიით, რასაც თვითონ ატარებს. სიყვარულით სავსე ადამიანი მხოლოდ სიყვარულს ჩუქნის სხვებს, ტკივილით სავსე – სხვასაც ტკენს, ნაწყენი – სხვასაც ანაწყენებს… და მნიშვნელობა არ აქვს იმის უკან რას ლაპარაკობს, მხოლოდ ამით შეიძლება დაინახო ადამიანი რისი მატარებელია.

EM MA
 ემა ომანაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment