ბავშვები ” სტატისტიკას” არ მიირთმევენ
🍎🍎🍎🍏🍎🍎🍎🍎უბრალოდ, მზე ამოვიდა.
ჩემი ფანჯრიდან ალაზნის ველი და კავკასიონი მოჩანს. ძილ-ბურანში დავინახე, რომ ცა გაფერადდა და მივხვდი, გვეღირსა – გამოიდარა.
6:35-ია.
წამოვხტი.
ნეტავ ჩემი ტელეფონის კამერას ამ სილამაზის გადმოცემა შეეძლოს, როგორ აცოცხლებს, აფერადებს, აჩახჩახებს ნება-ნება მზე ალაზნის ველს, ლაგოდეხის ტბებს, როგორ “მოეკიდება” ხოლმე კავკასიონის მწვერვალებს…
კარგი დარიაო, ამას ქვია. მუშაობის დროა 😊😊
სიზმარში გოგოებთან ერთად მორიგ ველნეს-ტურს ვგეგმადი და ბედნიერი ვიყავი, ცხადში – ბარვა-თესვას ვგეგმავ და ამით ვარ ბედნიერი 🤣🤣🤣🤣
დრონი მეფობენ…
გუშინ ერთადერთი დღე იყო, როცა ძალიან მციოდა და სადილის გარდა არაფერი გამიკეთებია. “ტელევიზორის ოთახში” ყველაზე მეტად თბილოდა და თითქმის მთელი დღე იქ ვიჯექი.
მოსაღამოვებულზე ცუდად ვიგრძენი თავი. ტანში მაჟრჟოლებდა შიგნიდან, გულიც მერეოდა, და თითქოს რაღაც მძიმედ მაწვა გულზე.😟😟😟😟
ვერ მივხვდი, რა მჭირდა.
და მეათედ თუ მეოცედ რომ დაიწყო ერთი და იგივე ინფორმაცია, ერთი და იგივე ამბები, ერთი და იგივე შეკითხვები, ერთი და იგივე ისტერია ყველა წვრილმანზე, მივხვდი, რომ მოვიწამლე.🤯🤯🤯🤯🤯
დიახ, მოვიწამლე.
ენერგეტიკულად დაარქვით ამას, ემოციურად თუ ფრანგულად, მოვიწამლე კი, და….
ვინმემ იცის, რატომ ვიზეპირებთ ვინ რამდენჯერ დააცემინა ამხელა საქართველოში და რა რამდენი ცალი გვაქვს – 999 ათასი თუ 998. რატომ არის ყველა პროფესორი და რატომ იცის ყველამ ყველაფერი? რატომ უნდა მიიყვანო ექიმი შენი ერთი და იგივე შეკითხვებით ჩუმ ისტერიკამდე, რომლისგანაც მხოლოდ თავაზიანობის გამო იკავებს თავს და ალბათ კამერის “შიშით”?😡😡😡😡
გუშინ კიდევ ერთხელ გავაკეთე რამდენიმე დასკვნა:
1. ეს შეიძლება ბიოლოგიური ომია, არ ვიცი. მაგრამ ძალიან დაუნდობელი ფსიქოლოგიური ომი რომ არის, ამის მიხვედრას დიდი პროფესორობა არ ჭირდება.📌📌
2. ყოველ წუთს, ყველგან და ყველა ფორმატში ამის მოსმენა ნორმალურ მდგომარეობაში სრულიად შეუძლებელია.📌📌
3. ერთი დღე გავატარე უსაქმოდ და ახლა მესმის მათი, ვინც დღეებს ითვლიან – მე თვლაც დამავიწყდებოდა აქამდე მათ ადგილას.📌📌
4. მოძრაობა, მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის ჩემო თერგოოოო… ციტატის დასასრული ყველამ ვიცით. 📌📌📌
და კითხვები კი ბევრი მაქვს, მაგრამ ახლა რამდენიმეს დავჯერდები:
✔✔რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ისედაც უმუშევრობის პიკზე მყოფმა ქვეყანამ ამ კრიზისს გაუძლოს?
✔✔ვის ინტერესებშია ადამიანების ასე შიშით “დადამბლავება”, როცა ვერაფერზე ფიქრობენ და ვერაფერს აკეთებენ?
✔✔როდის მივხვდებით, რომ გვაგიჟებენ?
✔✔როდის მოვრჩებით კანკალს და გადავალთ მეტად “უმნიშვნელო” საკითხებზე:
🆘️ მაგალითად, როგორ ვიცხოვრებთ ვირუსის შემდეგ?
🆘️ რას მივირთმევთ, როცა ფულიც გამოგველევა და მარაგებიც?
🆘️ როცა ტურისტები აღარ არიან და უახლოეს მომავალში არც იქნებიან?
🆘️ როცა მოსავლის აღების დრო დადგება და მიწები ცარიელი გვექნება?
ახლა, როცა ახლებურად ცხოვრებას უნდა ვსწავლობდეთ, პრიორიტეტებს ვაახლებდეთ, ვითვლიდეთ, რა გვაქვს საკუთარი და რის გაკეთება შეგვიძლია, როცა სახელმწიფოსგან უნდა მოვითხოვდეთ ხელშეწყობას ( არა მხოლოდ ფინანსურს და საკანონმდებლოს, პირველ რიგში განათლებას ამ მიმართულებით) ყველაზე მთავარის – სოფლის მეურნეობის და საკუთარი წარმოების განვითარებაში ჩვენ რას ვაკეთებთ?
💯 ტელევიზორებიდან პურს და ყველს რომ არ დაგვირიგებენ, იმედია, ეს ვიცით.
💯 თითქმის ყველაფერი რომ სხვა ქვეყნებიდან შემოგვქონდა, ესეც ვიცით.
💯 იმ სხვა ქვეყნებს რომ თავისი გაჭირვებიათ ახლა და თავის მარაგებს დიდი ალბათობით, თავისთვის დაიტოვებენ, ესეც ვიცით, აბა რაა
და ახლა ჩვენ ვაი-ვიშის დრო გვაქვს?
ხვალ ბავშვებს რომ მოშივდებათ, სტატისტიკა დაანაყრებთ?
×××××÷÷÷÷÷×××××
არ მითხრათ ახლა, არაფერი მოდის ამ მიწაზე და რა დროს სოფლის მეურნეობააო. ამაში დიდი ხანია ცდილობენ დაგვარწმუნონ სხვადსხვა მეთოდებით.
ცოდნა უნდა ყველაფერს, თორემ მშვენივრად მოვა, რასაც მოვუვლით.💯💯💯💯💯
ეს ცოდნა გვჭირდება, პირველ რიგში და დასაკარგი დრო ნამდვილად არ გვაქვს.
ჯერჯერობით, მხოლოდ “გუგლი” პასუხობს ჩემს შეკითხვებს კარგი მოსავლის თაობაზე. თუ ვინმე უფრო კომპეტენტური იცით, მიმასწავლეთ.
🍇🍈🍉🍊🍋🍋🍌🍍🍎🍏🍐🍑🍒🍒🍅🥕🌽🍆🥒🥦🍄🌶
წავედი. საქმეს მივხედავ.
ჩვენ ყველა ერთ ურემში ვართ შებმული 😊😊 და ერთად უნდა გავიაროთ ეს განსაცდელი.
მიყვარხართ და მიყვარს ეს ჩვენი ქვეყანა, მიყვარს ჩვენი დალოცვილი დედამიწა.
მზე ამოვიდა, გაიღვიძეთ 😘😘😘
თამარ საგინაშვილი