ამ პრაქტიკის შესრულება შესაძლებელია, როგორც საღამოს, ძილის წინ, ასევე დილით გაღვიძებისთანავე.
წარმოიდგინეთ თქვენი სულის სინათლე გულის არეში და განავრცეთ მისი ელვარება მთელს სხეულზე. შემდეგ მადლობა გადაუხადეთ საკუთარ თავს რამე კონკრეტულისთვის.
❤ ამის შემდეგ წარმოიდგინეთ თქვენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები – მეუღლე, მშობლები, შვილები, ნათესავები, გაუგზავნეთ მათ სიყვარულის სხივი და გულით გადაუხადეთ მადლობა. კარგი იქნება თუ წარმოსახვით ჩაეხუტებით კიდეც.
ჩახუტება ნიშნავს, რომ თქვენი მადლიერება და სიყვარული გულწრფელია, ხოლო თუ ჩახუტების სურვილი არ გაგიჩნდებათ ე.ი თქვენს შორის რაღაც საკითხები გასარკვევი და დასალაგებელია. გააგრძელეთ რეგულარულად ამ პრაქტიკის შესრულება და ნახავთ რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.
💛 შემდეგი ეტაპი
წარმოიდგინეთ თქვენი სულიერი მასწავლებელი და გადაუხადეთ მას მადლობა ცოდნისთვის და მოტივაციისთვის, მასაც გაუგზავნეთ სიყვარულის სხივი.
💚 შემდეგ კი გაიხსენეთ ყველა ის შემთხვევითი ადამიანი ვინც კი იყო თქვენს ცხოვრებაში. ასევე, ყველა ვინც დღის განმავლობაში შეამჩნიეთ – გამვლელი, მაღაზიის გამყიდველი, მეზობელი, რომელიმე მსახიობი ან ბლოგერი – გაუგზავნეთ მათ მადლიერება და სიყვარულის სხივი.
💜 ბოლო ეტაპი
წარმოიდგინეთ ადამიანები ვისთანაც გაქვთ კონფლიქტი ან დაძაბული ურთიერთობა, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ კონკრეტულად ერთი ადამიანი, სანამ ის თქვენს მიმართ სითბოს არ გამოხატავს და არ გაგიჩნდებათ მისი ჩახუტების სურვილი. იყავით მადლიერი თქვენი მოწინააღმდეგის და გაუგზავნეთ მას სიყვარულის სხივი და მადლიერება.
ზოგჯერ საჭიროება მოითხოვს კონკრეტულ ადამიანებზე რამდენჯერმე ჩაატაროთ ეს პრაქტიკა, იქამდე სანამ თქვენს შორის ყინული არ ჩადნება და ჩახუტების სურვილი არ გაგიჩნდებათ.
ეს პრაქტიკა ძალიან ეფექტურია.
დანერგეთ ის თქვენს ყოველდღიურ რიტუალად და თქვენ ბევრად უფრო ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრებთ.
ევგენია დრონი