მამაკაცებს ხშირად უჭირთ იმის გაგება რატომ წუწუნებენ მათი მეუღლეები, თუ ქალი ამბობს, რომ რაღაც არ მოსწონს და ამის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს მამაკაცი ფიქრობს, რომ ქალი მას შეფარულად მიანიშნებს მის უარყოფით ხასიათზე და სინამდვილეში უნდა უთხრას: „შენ ცუდი ქმარი ხარ“.
ქალები კი ამას სულაც არ გულისხმობენ, მათ ბედნიერებისთვის სულ რამდენიმე რამ სჭირდებათ:
1.განტვირთვა – თუ ქალი გეწუწუნებათ, კამათობს, ჩხუბობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას განტვირთვა აკლია. ყველა ადამიანს სჭირდება ტრესისგან გათავისუფლება, როდესაც ქალი საყვარელ მამაკაცთანაა თავს დასვენებულად უნდა გრძნობდეს, თუმცა ყველა მამაკაცი ამის უზრუნვეყოფას ვერ ახერხებს. უბრალოდ აგრძნობინეთ, რომ იცით რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის განტვირთვა და გააკეთეთ მის ნაცვლად ის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, რათა შეუმსუბუქოთ დღე.
2.მინდობა – როგორ გენდერულ თანასწორობაზეც არ უნდა ვისაუბროთ ქალს ყოველთვის სიამოვნებს, როდესაც შეუძლია საკუთარ მამაკაცს დაეყრდნოს. დაფიქრდით რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისთვის, რომ მისი ნდობა მოიპოვოთ და ეცადეთ ეს აკეთოთ ყოველთვის.
3.სურვილი – როდესაც ქალი გრძნობს, რომ მამაკაცს ის არ სჭირდება, ან სჭირდება მხოლოდ სექსისთვის ეს საშინლად მტკივნეულია. ქალს უნდა აგრძნობოთ, რომ ის როგორც პიროვნება თქვენთვის საინტერესოა. უთხარით კომპლიმენტები, ხშირად ჩაეხუტეთ და თუნდაც უბრალოდ ესაუბრეთ.
თარგმანი: ანი ყაზაიშვილი