fbpx

რა მასწავლა დედამ ბავშვობაში

ავტორი ჟოლო
140 ნახვა

დედამ მასწავლა სხვისი შრომის დაფასება:

“თუ ერთმანეთის ჭამა გინდათ – გადით გარეთ! ახლახანს მოვწმინდე იატაკი!”

 

დედამ მასწავლა ღვთის რწმენა:

“ილოცე, რომ ეს ლაქა მოშორდეს!”

 

დედამ მასწავლა ლოგიკურად აზროვნება:

“რადგან მე ასე ვამბობ – ე.ი. ასეა!”

 

დედამ ამიხსნა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი:

“თუ ახლავე არ შეწყვეტ ღრიალს – მოგხვდება!”

 

დედამ მასწავლა შეუძლებელის გაკეთება:

“დამუწე პირი და ჭამე წვნიანი!”

 

დედამ მასწავლა არ მეწუწუნა:

“მილიონობით ბავშვია დედამიწის ზურგზე რომლებსაც შენსავით კი არ გაუმართლათ მშობლებში?!”

 

დედამ მასწავლა მომავალთან პირისპირ შეხვედრა:

“დამაცადე, მოვიდე სახლში!”

 

დედამ მასწავლა ექსტრასენსობა:

“თუ არ ჩაიცვამ თბილად, გაცივდები!”

 

დედამ მასწავლა გენეტიკის საფუძვლები:

“ეს ყველაფერი მამაშენისგან გამოგყვა!”

 

დედამ მასწავლა უმაღლესი სამართლიანობა:

“აი, შენი შვილები თუ შენნაირები იქნებიან, მერე მიხვდები!”

წყარო: წერილი ბრმებზე – თვალხილულთა ჭკუის სასწავლებლად

მსგავსი სტატიები

Leave a Comment