fbpx

რა უნდა გავაკეთოთ, რომ მიზნის მიღწევამ პრობლემები არ შეგვიქმნას?!

ავტორი ჟოლო
1.7K ნახვა

არსებობს ადამიანთა ნაწილი, რომელთაც დასახული აქვთ მიზანი, იციან რა უნდა და როგორ მიაღწიოს მას. ესენი ჩვეულებრივ არიანი ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად გარკვეულ მოქმედებებს აკეთებენ და ადრე თუ გვიან აღწევენ კიდეც სასურველს. თუმცა, ყველაფერი ამით არ მთავრდება, არამედ პირიქით, ყველაფერი ‘’საინტერესო’’ სწორედ აქ იწყება.

არის შემთხვევები, როდესაც მიზნების მიღწევის შემდეგ  სულაც არ განვიცდით იმ ბედნიერებას, რასაც მთელი ეს დრო ველოდით. არამედ პირიქით, ზოგიერთი მიზნის მიღწევის შემდეგ, ჩვენს ცხოვრებაში პრობლემები, ტკივილი და ბევრი გაუგებრობა ჩნდება. რატომ ხდება ეს? არადა ჩვენ ხომ ყველაფერი პირიქით წარმოგვედგინა? ჩვენ ხომ ბევრი ვიშრომეთ და ვიწვალეთ მიზნის მისაღწევად? სწორედ ეს არის მთავრი შეკითხვები, რომლებიც პასუხებს თქვენგან  ელოდება.

ჩემი აზრით, მთავრი მიზეზი იმისა, რომ მიზნის მიღწევას არ მოაქვს შინაგანი ბედნიერება და საკუთარი თავის კმაყოფილება მიღწეული გამარჯვების გამო, არის  არასწორად დასახული მიზნები, რასაც საბოლოოდ არასასურველ შედეგებამდე მივყავართ.

რაც არ უნდა წარმოუდგენელი იყოს, ცხოვრება აჩვენებს, რომ ადამიანებს ყოველთვის შეგვიძლია ჩვენი მიზნების მიღწევა და ოცნებების რეალობად ქცევა. ზოგჯერ ეს არის მთავარი პრობლემა. საკვანძოდ მნიშვნელოვანი აქ იმის გარკვევაა: თუ იმსახურებს ეს მიზანი ჩვენს ყურადღებას? ვიქნებით ბედნიერი ამ მიზნის მიღწევის შემდეგ? რას ცვლის ამ მიზნის მიღწევა ჩვენს  პირად და  კარიერულ სფეროში? რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ მიზნის მიღწევამ ჩვენს ოჯახის წევრებსა და უახლოეს მეგობრებზე ?

რა თქმა უნდა, წინასწარ ყველაფრის გაზომვა და გაგება რთულია, თუმცა ეს შეკითხვები დაგეხმარებათ ესაუბროთ თქვენს ქვეცნობიერს და გამოარკვიოთ, რა გსურთ ნამდვილად. იქნებით ბედნიერი ამ მიზნის მიღწევის შემდეგ? არის ეს მიზანი იმდენად ღირებული, რომ მასზე დახარჯოთ მთელი თქვენი ფიზიკური, გონებრივი, ფინანსური და დროითი რესურსები? რა იქნება ამ მიზნის მიღწევის შემდეგ თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში? იქნებით  მართალი თქვენი სინდისის და პატიოსნების წინაშე? ყოველთვის ესაუბრეთ თქვენს ქვეცნობიერს, რადგან მან საიდანღაც იცის რა გსურთ და რა გაგაბედნიერებთ ნამდვილად.

გახსოვდეთ, რომ ოცნებები და მიზნები ყოველთვის შეგვიძლია ვაქციოთ რეალობად, ამიტომ ჩვენთვისვე სჯობს გააზრებულად  დავსახოთ ისეთი რამ, რისთვისაც მართლაც გვიღირს შრომა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასწორად არჩეული მიზანი, არასწორ ადგილას მიგიყვანთ, რაც ცხოვრებაში უამრავ პრობლემას და არასასურველ შედეგებს მოგიტანთ. სწორად დასახული მიზნებით კი მუდამ შთაგონებული და თვითმოტივირებული ადამიანი იქნებით.

გისურვებთ წარმატებებს!

მარიამ შარიქაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment