fbpx

რატომ უნდა დავისახოთ მიზანი?

ავტორი ჟოლო
3.7K ნახვა

1979 წელს, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში ჩაატარეს გამოკითხვა, სტუდენტებს შემდეგი ხასიათის შეკითხვა დაუსვეს:

– ისახავთ თუ არა, წერილობით გაფორმებულ, კონკრეტულ მიზნებს და ადგენთ თუ არა გეგმებს მათ მისაღწევად?

აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთაგან მხოლოდ 3%-ი, ისახავდა წერილობით გაფორმებულ მიზნებს; 13%-ს ჰქონდა მიზნები, მაგრამ არა წერილობით გაფორმებული და 84%-ს არანაირი მიზნები არ გააჩნდა.

10 წლის შემდეგ, სტუდენტები კვლავ გამოგითხეს, აღმოჩნდა, რომ 13%-ი, რომელსაც ჰქონდა მიზანი, მაგრამ არა წერილობით გაფორმებული, საშუალოდ ორჯერ მეტს გამოიმუშავებდა, ვიდრე სტუდენტების 84%-ი, რომელსაც საერთოდ არ ჰქონდა მიზანი.

ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ 3%-ი, რომელსაც წერილობით გაფორმებული მიზნები ჰქონდა, გამოიმუშავებდა 10 ჯერ მეტს, ვიდრე დარჩენილი 97%-ი ერთად.

ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ ერთადერთი განსხვავება ამ სტუდენტებს შორის, არა ნიჭი, ძალა და იღბალი, არამედ, ნათლად ფორმულირებული და წერილობით გაფორმებული მიზნების დასახვის უნარი იყო!

P.S. და თქვენ ისახავთ მიზნებს?

Business Inteleqtika

მსგავსი სტატიები

Leave a Comment