fbpx

ბრიტანეთის დედოფალი დღეს ოთხმოცდაათი წლის გახდა

ავტორი ნინო გონგაძე
57 ნახვა

ბრიტანეთის დედოფალს, ელიზაბედ მეორეს დღეს ოთხმოცდაათი წელი შეუსრულდა. დედოფალი მილოცვებს მსოფლიოს ყველა წვეყნიდან იღებს. იუბილარმა დღის პირველი ნახევარი ოჯახურ წრეში გაატარა, საღამოს კი ლონდონში რამდენიმე ღონისძიება იგეგმება, რომელშიც დედოფალი თავად მიიღებს მონაწილეობას. ელიზაბედმა ოთხმოცდათოთხმეტი წლის მეუღლესთან, პრინც ფილიპთან ერთად უინძორის პარკში ახალი საფეხმავლო მარშუტი დედოფლის ბილიკი გახსნა. ამ დღესთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ფოსტამ ათი საიუბილეო მარკა გამოუშვა. ერთ-ერთ მარკაზე ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეთა ოთხივე თაობაა გამოსახული. ელიზაბედი სამეფო ტახტს უკვე სამოცდაოთხი წელია იკავებს. გავრცელებული ინფორმაციით, მან შეიძლება ტახტის მემკვიდრედ არა მისი შვილი ჩარლზი, არამედ შვილიშვილი უილიამი გამოაცხადოს. დედოფალი ამ ასაკშიც ძველებურად აქტიური და ენერგიულია, ყოველდღიურად მართავს შეხვედრებს და ესწრება სხვადასხვა ღონისძიებებს.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment