61
ნიუ იორკში გაიხსნა პირველი ქართული ბიბლიოთეკა პროექტ “საქართველოს სახელით” ფარგლებში, რომლის ორგანიზატორია გამომცემლობა “მინიატურა”. ამ ეტაპზე ბიბლიოთეკა ათას ხუთას წიგნს მოიცავს და ყველა ასაკის მკითხველზეა გათვლილი. აქვე მოეწყო პროექტის სახელწოდებით “საქართველო ოქროს საწმისის ქვეყანა” პრეზენტაცია, რომელიც ნიუ იორკში ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს, სადაც გაერთიანდება სხვადასხვა კულტურული წრეები. ეს იქნება ეკლესია, საკვირაო სკოლა, ოქროს ფონდის მუზეუმი და სხვა საინტერესო ობიექტი. პროექტი განხორციელდება იმ შემთხვევაში თუკი იქნება სახელმწიფოს მხარდაჭერა. ქართული ბიბლიოთეკები 2016 წლის ბოლომდე ასევე გაიხსნება პენსილვანიის შტატში, ტორონტოსა და ლონდონში.