36
თბილისის “ივენთ ჰოლში” კონცერტს გამართავს კუბელი კომპოზიტორი და ჯაზ პიანისტი ომარ სოსა. მსმენელის წინაშე მუსიკოსი საკუთარ კვარტეტთან “აფრო კუბასთან” ერთად წარსდგება. ომარ სოსა მუსიკალურ სამყაროში 1995 წლიდან მოღვაწეობს. მისი შემოქმედება ჯაზის, აფრიკული რითმებისა და კლასიკური მუსიკის სინთეზია. ის “გრემის” ნომინაციაზე შვიდჯერ იყო წარდგენილი. დღეს, საღამოს რვა საათზე, ჯაზის მოყვარულებს კუბელი ომარ სოსას კომპოზიციების მოსმენის სიამოვნება გელით.