fbpx

როცა სიყვარულის დაკარგვა საკუთარი თავის პოვნის ერთადერთი გზაა

ავტორი ჟოლო
638 ნახვა

უნდა გაუშვა, ორივესთვის ასე აჯობებს………

ერთხელ ერთ ქალს შევხვდი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. მის გარეშე, ალბათ, არ ვიქნებოდი ის ადამიანი, ვინც დღეს ვარ. აი, რას უშვება ნამდვილი სიყვარული ადამიანს – ის გცვლის და შენი ცხოვრება სხვა რელსებზე გადაჰყავს.

ზოგიერთ სასიყვარულო ისტორიას ბედნიერი დასასრული აქვს – ისინი ცხოვრებას ერთად ატარებენ, ერთად ბერდებიან და ერთად მიდიან ამ ქვეყნიდან… მიუხედავად იმისა, დარჩენილ ცხოვრებას ერთად ატარებთ თუ არა, როდესაც ნამდვილ სიყვარულს პოულობ, ის მთელს შენს არსებას იპყრობს, ჩაგავლებს და გცვლის, შენს შეცვლას მერეც განაგრძობს, წლების განმავლობაში.

 

ნამდვილი სიყვარული დაუძლეველი და უზომო შეიძლება იყოს – განსაკუთრებით, თუ ის შენი პირველი გამოცდილებაა. მახსოვს, რა წარმოუდგენლად ამაღელვებელი იყო ეს ყველაფერი. ყოველი გაღვიძება სიყვარულითა და სიამოვნებით სავსე ფიქრებით იწყებოდა. დღე უფრო ნათელი იყო, სამყარო კი უფრო ფერადი. თავს იმაზე მეტად ცოცხლად ვგრძნობდი, ვიდრე ოდესმე. ეს უბედნიერესი წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში და მე ერთადერთი ადამიანი არ ვარ დედამიწაზე, ვისაც მსგავსი რამ გამოუცდია.

 

თუმცა, ის, რამაც ეს წარუშლელი კვალი დატოვა, კარგი მოგონებები სულაც არ არის. რა თქმა უნდა, დროდადრო ტკბილი და ლამაზი წუთებიც მახსენდება, მაგრამ ყველაზე მეტად რამაც შემცვალა, სიცილი და ღიმილი არ ყოფილა. ეს მტკივნეული მოგონებებია, რომლებმაც ჩემი რეალობა გარდაქმნა.

 

ამბობენ, ჯოხი უკეთესო მასწავლებელიაო. თუმცა, შესაძლოა ტკივილითა და დასჯით ვერ შეძლო ვინმესთვის რამის სწავლება. აი, როცა ტკივილს საკუთარ თავზე გამოცდი, გაცილებით სწრაფად სწავლობ.

 

იმ ტკივილის პრობლემა, რომელიც ნამდვილი სიყვარულის დაკარგვას მოყვება, ისაა, რომ მის ჩამოყალიბებასა და გაცნობიერებას დრო სჭირდება. ასე უბრალოდ არ ხდება – გული გაგიტყდა და გაკვეთილი ისწავლე. გულის გატეხვა რაღაც ერთი ცალკეული მომენტი არაა – გულს უსასრულოდ მსხვრევის უნარი აქვს, ეს დროში გაწელილი პროცესია.

 

ყველაზე დადებითი მხარე მთელი ამ უსიამოვნო ვნებათაღელვისა საკუთარი თავის შესახებ ყოველდღიურად რაღაც მეტის სწავლის შესაძლებლობაა. თუ საკუთარ თავთან გულწრფელი იქნები – რაც ხშირად ძალიან რთულია – გაცილებით გამჭრიახი თვალით შეძლებ იმ პიროვნების შეფასებას, რომელიც გახდი.

 

საბედნიეროდ, ეს შესაძლებლობას გაძლევს იმ ადამიანის ფორმირება დაიწყო, რომელიც გინდა, რომ იყო. სიყვარულის დაკარგვა მართლაც გაჩვენებს რეალურ მეს. ის გიჩვენებს, რომ საკუთარ თავზე მუშაობა და გაუმჯობესება უნდა განაგრძო, რათა სიყვარულის ნაწილად ყოფნისა და მტკიცე ურთიერთობისთვის იყო მზად.

 

როდესაც გადაწყვეტ, რომ სამყაროს შენეული აღქმა იმ ქალისა ან მამაკაცის გამო უნდა შეცვალო, რომელიც გიყვარდა, შენს მიერ შექმნილი ახალი რეალობა იმ ადამიანს საკუთარ თავში მოიცავს. ჩვენი გონება მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ადგენს – ახალი ცხოვრება, რომელსაც ქმნი, გადაჯაჭვულია იმ ფაქტთან, რომ ოდესღაც ძლიერ გიყვარდა. თითქოს გრძნობ, რომ იმ სიყვარულის, სიხარულისა და ტკივილის გარეშე შეუძლებელი იყო ის ადამიანი გამხდარიყავი, რაც დღეს ხარ.

 

ვიდრე ცხოვრების გაგრძელებას ცდილობ, ერთ დღეს შეიძლება აღმოაჩინო, რომ წარსული სიყვარულის გახსენება ერთგვარ ნორმად გექცა. თითქოს იძულებული ხარ ეს მუდმივად აკეთო. სიყვარულიდან უვნებელი არასდროს გამოდიხარ – მნიშვნელობა არ აქვს, ურთიერთობა როგორ დამთავრდა. ეს არც კარგია და არც ცუდი, ეს ისაა, რაცაა. ერთადერთი, რაც შეგიძლია – უნდა სცადო და სიყვარული თავიდან იპოვო.

 

უნდა გაუშა საყვარელი ადამიანი – ორივესთვის ასე აჯობებს – და ერთადერთი გზა, რომ ეს შეძლო, ალბათ ახალი სიყვარულის პოვნაა. დაკარგული სიყვარული ალბათ ბოლომდე არასდროს დაგავიწყდება, დროდადრო მოგონებები ზედაპირზე ამოტივტივდებიან, მაგრამ ამაში ცუდი არაფერია.

 

ურთიერთობამ, რომელიც ოდესღაც გქონდა, შენი დღევანდელი თავის უკეთეს ვერსიად გაქცია. გიყვარდა, იცინოდი, ტიროდი… – შენ შეცვალე შენი ცხოვრება და არასდროს მოგინდება იმ წარსულის დავიწყება, რომელმაც ამდენი რამ გასწავლა.

 

შეიძლება ამას დრო დასჭირდეს, მაგრამ იმის იმედი ყოველთვის არსებობს, რომ სიყვარულს ისევ იპოვი. ახალ სიყვარულს ძველის გადაფარვის უნარი აქვს. ერთ დღესაც, ტკივილი ტკბილ მოგონებად იქცევა, რომლის გახსენებასაც ღიმილითა და ნოსტალგიით შეძლებ.

 

წუარო:mental.ge

მსგავსი სტატიები

Leave a Comment