fbpx

როგორ გარდავქმნათ უსარგებლო ენერგია სინათლედ და ღვთიურ სიბრძნედ

ავტორი ჟოლო
2.1K ნახვა

იმისთვის, რომ უსარგებლო ენერგია სინათლედ და ღვთიურ სიბრძნედ გარდავქმნათ – გაეცანით მორნა სიმეონას ლოცვას და ჰო ოპონოპონოს ტექნიკას.

ჰო’ოპონოპონო გაწმენდის, განკურნების და პატიების ხელოვნებაა, ეს არის დაფარული და საიდუმლო ცოდნის ნაწილი ჰავაიდან. იგი ხელს უწყობს წონასწორობის აღდგენას ჯერ თავად ადამიანში და შემდეგ კი ყველაფერში, რაც მის გარშემოა. ამ ცოდნას საუკუნეების მანძილზე ინახავდნენ კაჰუნები – მასწავლებლები, განდობილები ამ ცოდნაში „კა“ ნიშნავს ოსტატს, „ჰუნა“ საიდუმლოს.

ადამიანი, რომელმაც ჰო’ოპონოპონო ჩვენამდე მოიტანა, არის მორნა სიმეონა. მკურნალი კაჰუნა ქალი, რომელიც 1983 წელს ჰავაის „ცოცხალ საგანძურად“ აღიარეს. მისი თქმით, ჰო’ოპონოპონო არის განძი, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს ისწავლო კავშირის დამყარება შენს შინაგან ღვთაებრიობასთან ყოველ კონკრეტულ მომენტში ხელისშემშლელი ფიქრების, სიტყვების, ქმედების განწმენდისთვის. ამ პროცესის მიზანი შენივე წარსულისგან, შემაფერხებელი პროგრამებისგან სრული გათავისუფლებაა. სწორედ წმენდის ტექნიკით მიიღწევა ბალანსი. ამისთვის აუცილებელია რომ ადამიანის „შინაგანი ოჯახი“ იყოს ჰარმონიაში. მხოლოდ ასე მიუახლოვდება ადამიანი ღვთიურ საწყისს საკუთარ თავში.

ვინ არიან „შინაგანი ოჯახის“ წევრები? სუპერცნობიერი – მამა, ცნობიერი – დედა, ქვეცნობიერი – შვილი. 3 ელემენტი აერთიანებს ამ ოჯახს: მონანიება, პატიება და გარდაქმნა.

 გთავაზობთ მორნა სიმეონას ლოცვას. წაიკითხეთ ის ნებისმიერ მომენტში, როცა ჩათვლით, რომ თქვენს „შინაგან ოჯახში“ ჰარმონია დარღვეულია.

მორნა სიმეონას ლოცვა 👇

„თუ მე, ჩემმა ოჯახმა, მოდგმამ, ნათესავებმა ან წინაპრებმა შეურაცხგყვეს შენ, შენი ოჯახი, მოდგმა, ნათესავები ან წინაპრები სიტყვით, გრძნობით, ჩვევით, ურთიერთობით, საქციელით ან რაიმე ქმედებით,  ცხოვრების, ფიქრის წესით, ნებსით თუ უნებლიედ შეგიშალეს ხელი  თვითგამოხატვაში, შეგრძნებაში, სასურველი განზრახვის ასრულებაში შეგექმნა რეალობა დასაბამიდან დღემდე, ვითხოვთ შენდობას, შემწეობას საკუთარი შეცდომების გააზრებაში, სიყვარულსა და სიკეთეში.

ნება მიბოძე, ჰარმონიული და ყველასთვის კეთილსაიმედო გზით მე, ჩემმა ოჯახმა, ჩემმა სამყარომ, გამოცდილებამ და კვანტურმა ველმა, ჩემმა ღვთიურმა მისიამ გამოვისყიდოთ, განვიწმინდოთ, გამოვიტანოთ და განვდევნოთ ყველა ნეგატიური ემოცია, გრძნობა, აზრი, რწმენა, ენერგია და ასოციაცია, ჩვევა, სიტყვა, გამოცდილების კვანტური ნაწილაკები, მიზეზები, კვლევა და შედეგი; გარდავქმნათ ეს უსარგებლო ენერგია სიყვარულის წმინდა სინათლედ და ღვთიურ სიბრძნედ.

უბრალოდ, გაცხადდეს ეს ჩემი სიყვარულით, ამის მარტივად აღიარებით, მადლიერებით მისი ღვთაებრივი მონაწილეობისთვის  და ენერგიის მიმართვით ყოველნაირი დისბალანსისგან ჰარმონიული, გაცნობიერებული და ეფქტური, სიხარულით სავსე სიყვარულისკენ.

სიცოცხლისათვის, მე შენ მიყვარხარ, და იყოს ამგვარად!“

თარგმნა ნინო მხეიძემ

❗მაია მაშო გოგოლაძის და ნინო მხეიძის ონლაინ ტრენინგი, “ჰოოპონოპონო-პატიების ხელოვნება”

☑ ჩანაწერის ღირებულება 45 ლ

👉რეგისტრაცია

❗ ისწავლე და დანერგე ცხოვრებაში ჰოოპონოპონოს მაგიური ტექნიკა, რომ მოიპოვო სიმშვიდე და მოიზიდო ის, რაც ასე ძალიან გინდა 👇

დეტალურად გაეცანი აქ ➡

მსგავსი სტატიები

Leave a Comment