fbpx

როგორ შევქმნათ ჯანსაღი და ჰარმონიული პირადი ცხოვრება?

ავტორი ჟოლო
1.7K ნახვა

ლავანდების ველი და ჰარმონიული პირადი ცხოვრება

ყოველთვის მინდოდა ლავანდების ულამაზეს ველზე მოვხვედრილიყავი 😍😍❤️

არწიომმა გამიკეთა სიურპრიზი. მითხრა ლამაზი კაბა ჩამეცვა, თეთრი. აიღო ფოტო აპარატი და წავედით.

ისე მაინტერესებდა სად მივდიოდით, თან ვცდილობდი არ მეფიქრა, კითხვები არ დამესვა და არ გამომეცნო, რომ მაქსიმალურად მესიამოვნა ამ სასიამოვნო მოლოდინის მღელვარე პროცესით.

მივუახლოვდით დანიშნულების ადგილს, დავხუჭე თვალები. გადმოვედით მანქანიდან და წავედით. თან ვიცინოდი, 2 დღის წინ ტრენინგზე სავარჯიშო გვქონდა, თვალებახვეულებს სამყარო უნდა გაგვეცნო და ველზე გავჭრილიყავით. თითქოს ეს სავარჯიშო კიდევ გრძელდებოდა, ოღონდ კიდევ უფრო სასიამოვნოდ.

სუნი მეცა ყვავილების. თან ნაცნობი არომატი იყო, თან ცოტათი უცხო და უფრო ცოცხალი. გავახილე თვალები და წინ ულამაზესი ლავანდების ველი გადაიშალა 😍😍😍🙏🏻 ზუსტად ისეთი, როგორიც ფოტოებში მქონდა ნანახი 😍😍😍 ლამაზი, ზღაპრული და ჯადოსნური 🔮🌿🔮🌿🔮🌿🔮🌿

ბევრი ლამაზი ფოტო გადავიღეთ 😍😍😍 რომლებიც საღამოს დიდ ეკრანზე სლაიდებით ფრანგული მუსიკის ფონზე დამათვალიერებინა არწიომმა 🙏🏻😍😍😍

თინათინ ბასილაია

როგორ შევქმნათ ჯანსაღი და ჰარმონიული პირადი ცხოვრება? – სწორედ ამ თემაზე ატარებს სემინარს JOLO-ს წარმატების მარათონში თინათინ ბასილია. სემინარზე იმ მთავარ პრინციპებს გაეცნობით, რომელიც ჰარმონიული ურთიერთობის შექმნასა და შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

გაიგებთ, თუ როგორ უნდა ვიურთიერთობოთ საყვარელ ადამიანთან ისე, რომ არ დავკარგოთ საკუთარი თავი და შევინარჩუნოთ ჩვენი პიროვნული მთლიანობა.

სემინარი ჩატარდება 24 ივლისს, 19:00 სთ

ტრენინგის ღირებულება 55 ლ

რეგისტრაცია

თინათინ ბასილაია – ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ბაირონ ქეითის “სამუშაოს” წარმომადგენელი საქართველოში.

თინათინი 2014 წლიდან ადამიანებს ეხმარება საკუთარ თავში ძალის და შინაგანი საყრდენის პოვნაში, თვითრეალიზებაში, წარმატების მიღწევაში, ჯანსაღი და ბედნიერი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, შინაგანი ბლოკებისა და კომპლექსებისგან გათავისუფლებაში.

მისი სამუშაო არეალი მოიცავს 5 კონტინენტის 30+ ქვეყანას.

თინათინმა ქართულად თარგმნა და გამოსცა ცნობილი ამერიკელი სპიკერის ბაირონ ქეითის ორი ბესტსელერი (“გიყვარდეს ის, რაც არის” და “შენი სიყვარული მჭირდება – ეს სიმართლეა?”) წიგნების პრეზენტაციაზე კი უმასპინძლა 1000+ ადამიანს.

თინათინს თავისი პირადი მაგალითიდან გამომდინარე მყარად სჯერა, რომ რა ეტაპზეც არ უნდა ვიმყოფებოდეთ ახლა, შეგვიძლია ჩვენს ცხოვრებაზე სრული პასუხისმგებლობა ავიღოთ და გავხდეთ ჩვენთვის სასურველი ცხოვრების შემოქმედი 

 ეს ტრენინგი ტარდება JOLO-მარათონის ფარგლებში “ჟოლოს” პროექტების მხარდასაჭერად.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment