fbpx

რისი სწავლა სჭირდებათ ბედნიერი ურთიერთობისთვის ქართველ ქალებს ?

ავტორი ჟოლო
118 ნახვა
0 კომენტარი
0

„ქალი თუ ბედნიერია, ის თავისი სიყვარულით ამშვენებს და ანათებს სამყაროს“ – ამბობს, „ქალურობის სტუდიის“ მფლობელი და ენერგეტიკული პრაქტიკების პრაქტიკოსი ტრენერი ევგენია დრონი. 

ევგენია დრონი: მიყვარს ენერგიებთან მუშაობა. ჩემი მისიაა, ყურადღება მივაქციო ქალბატონების სულს და გრძნობებს, მივმართო ისინი ჰარმონიისკენ და ბედნიერებისკენ… ამ კუთხით ვატარებ სემინარებს, ვასწავლი ქალბატონებს და ვამზადებ ენერგეტიკული პრაქტიკების ახალი დროის ტრენერებს. 2009 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული ჩემს საყვარელ საქმიანობაში, შეთავსებით, ქალბატონებს ვეხმარები, მაშინ როდესაც ისინი იმყოფებიან ცხოვრებისეულ რთული საკითხების პირისპირ.

-თქვენი პირველი შეხვედრა საქართველოსთან, თქვენი ემოციები, შთაბეჭდილება…

– თქვენს მშვენიერ საქართველოში პირველად ქალთა პრაქტიკების ფესტივალის წყალობით აღმოვჩნდი, რომლის ორგანიზატორიც პატივცემული ინგა ბლესი იყო. მომიწვიეს, როგორც სპიკერი.

პირველი შთაბეჭდილება, რომელიც საქართველოში ჩამოფრენისას შემექმნა, შეიძლება შევადაროთ, სახლში დაბრუნებას. ეს შესანიშნავი გრძნობაა და მას უკვე რამდენიმე წელია ჩემთვის დიდი სიხარული მოაქვს.

როგორც უკვე გაგიზიარეთ, მიყვარს ენერგიებთან მუშაობა, მე მათ ვგრძნობ. დედამიწის და მთების ძალა ზებუნებრივი შესაძლებლობების უსაზღვრო პოტენციალს აძლევს ადამიანს, ეს მიწა კი დალოცვილია, მას უდიდესი ძალა და ენერგია აქვს. მაგრამ შევამჩნიე, რომ თქვენ ამით რატომღაც არ სარგებლობთ. სიტყვა სარგებლობაში ვგულისხმობ მიიღოთ თქვენი მიწის ენერგია ჯანმრთელობის და თვითშეგრძნების გასაუმჯობესებლად, ასევე შემოქმედებითი პოტენციალის გასახსნელად. ამ ყველაფერში უზარმაზარი შესაძლებლობებია… ჩემს ტრენინგებზე სწავლობენ თუ როგორ შეიძლება ამ ენერგიების გამოყენება, როგორც საკუთარი თავის რეალიზაციისთვის, ასევე ახლობლების  ბედნიერებისთვის.

– როგორ ფიქრობთ, რა აკლიათ და რა სჭირდებათ ქართველ ქალებს?

– ქართველი ქალები ძალიან ლამაზები არიან. თქვენ საუკეთესო დიასახლისები და მზრუნველი დედები ხართ, რაც ოჯახის უფროსი ქალბატონებისგან გადმოგეცემათ. მაგრამ წყვილს შორის ურთიერთობის სწავლა საჭირო და აუცილებელია. არაა საჭირო ამ მხრივ მაგალითი უფროსი თაობისგან აიღოთ. იქ წარსულში ბევრი ტკვილი და დანაკარგია. ტკვილის შიშზე დაყრდნობით ან დანაკარგით შეუძლებელია ააწყოთ ის ბედნიერი ურთიერთობა, რომელსაც სიხარული მოაქვს. ეს ურთიერთობა ეწყობა ისეთი ჩვევებით როგორიც არის – ,,უნდა“ ან ,,მე უნდა“ და არა როგორც, ,,საჭიროა“. შეიძლება ყველა ოჯახური ვალდებულება შეასრულო, და ასევე ბედნიერ ურთიერთობაში იყო მეუღლესთან.

შევამჩნიე, რომ წყვილები ნაკლებად ურთიერთობენ ერთმანეთთან. საქართველოში მეგობრული წრე უფრო მხიარული და მოსაუბრეა, მაგრამ ცოლ-ქმარს თითქოს სასაუბრო თემა არა აქვთ, ერთმანეთს არ ესაუბრებიან, ჩუმად არიან. ამის სწავლება ქალისთვის აუცილებელია. მისთვის აუცილებელია შეინარჩუნოს მეუღლის მხრიდან ყურადღება. ასევე ქალს უნდა ესმოდეს თავისი სხეულის და მიიღოს თავისი სექსუალურობა. ესეც დიდი სამუშაოა, ისევე როგორც ჰარმონიული ურთიერთობა წყვილს შორის.

– რას იტყვით იმ სემინარებისა და ტრენინგების შესახებ, რომელიც საქართველოში ჩაატარეთ?

– საქართველოში, მარტში ჩავატარეთ საგვარეულო პრაქტიკების სემინარები. ჩემთან უკრაინაში, ჩვენ მას საგვარეულოს სიყვარულით განკურნებას ვეძახით.  საგვარეულო თავისი ძალით  იძლევა ენერგიას საგვარეულოს გაგრძელებასა და ბავშვების დაბადებაზე, ასევე ოჯახის სიუხვესა და სიხარულზე. თუ ოჯახში თუნდაც ერთ სფეროში მაინც არის დარღვევა, შეიძლება მიმართოთ საგვარეულოს და მიიღოთ განკურნება და დალოცვა. ან გაიაზროთ თქვენი დაბრკოლებების და შეცდომების მიზეზები. ჩვენ ასევე ვიმუშავეთ ბავშვობის იმ წყენასთან და ტრავმასთან, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის სულიერ ბედნიერებაზე. ამას იმდენად დიდი შედეგები და გამოხმაურება მოჰყვა რომ მაისში ისევ მოგვიწვიეს. ამჯერად ვიმუშავეთ წყვილს შორის ურთიერთობაზე, შევეხეთ ქალურ სიბრძნეს, გავიგეთ თუ როგორ უნდა გავიუმჯობესოთ ურთიერთობა მამაკაცთან, როგორ უნდა განვავითაროთ ქალურობა, როგორ ავიმაღლოთ თვითშეფასება, როგორ ვიყოთ ჰარმონიაში საკუთარ თავთან…

ჩემი განზრახვაა, ვასწავლო ქალს ცხოვრება გახსნილი გულით.

ყველას უნდა საყვარელ მამაკაცთან ერთად ბედნიერად ცხოვრებდეს. ჰყავდეს ჯანმრთელი შვილები, ჰქონდეს საყვარელი საქმე, იცხოვროს კარგი შემოსავლით… აი, ვისთვის არის ეს სემინარები და პრაქტიკები, გააზრებული და ბრძენი ქალებისთვის, რომლებმაც იციან, რომ მათზეა ყველაფერი დამოკიდებული.

– რა არის საჭირო ქალის ბედნიერებისთვის და მსგავსი ტრენინგები რა მხრივ ეხმარება ქალს?

– ქალური ბედნიერებისთვის, როგორც სიმღერაშია – მთავარია, ჰყავდეს საყვარელი მამაკაცი. მე კი ამას დავამატებდი, აუცილებელია ბედნიერი ურთიერთობა ამ საყვარელ მამაკაცთან. ყველაფერი  ჩვენი გრძნობებიდან იწყება, თუ გულში სიმსუბუქეა, გინდა იმღერო ყოველ დილით…

თუ ასეთი ურთიერთობა გაქვთ, თუ თქვენი შვილები ჯანმრთელები არიან, ფინანსური პრობლემები არ გაქვთ და არაფერი გაღელვებთ, შესაბამისად შეიძლება სემინარებიც არ დაგჭირდეთ.

მაგრამ თუ ცხოვრებისეულ სფეროებში არის კითხები, გინდათ განვითარდეთ. ისწავლოთ იყოთ ისეთი ქალი, რომ ქმარმა მთელი ცხოვრება საჩუქრები მოგიძღვნათ, ხელით გატაროთ და ისე ზრუნავდეს თქვენზე, როგორც თავდაპირველად, მაშინ სემინარები ამ ყველაფერში ძალიან დაგეხმარებათ.

ამ სემინარის მეშვეობით თქვენ შეძლებთ განავითაროთ საკუთარ თავში ის თვისებები, რომელსაც დროთა განმავლობაში ყოფითი ამოცანების გადაწყვეტისას კარგავთ, გაახაროთ თქვენი თავი, თქვენს საყვარელ ადამიანებს ღიმილით შეხვდეთ ყოველ დღე და თქვენი ყოფნით მოუტანოთ ბედნიერება, – აი რას ვასწავლით ჩვენ ქალებს.

ვასწავლით იყვნენ ყურადღებიანები, მადლიერები. იყვნენ სექსუალურად მიმზიდველები. ასეთ ქალთან მამაკაცი ბედნიერია და მისთვის დიდი სიამოვნებაა იზრუნოს ქალზე, რომელიც მას აბედნიერებს.

ჩემი სემინარები, ეს არის 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება. ათასობით კლიენტი მთელს მსოფლიოში, უამრავი ბედნიერი ოჯახი, სასურველი ბავშვების დაბადება, ფინანსური შემოსავლის გაზრდა და ბიზნესის გაფართოება.  ადამიანების ჰარმონია, ამიტომ შევქმენით ფილიალი საქართველოში, ვხედავ, ჩვენი მისია თქვენში გამოძახილს პოვებს.

ყველა ქალს უნდა ბედნიერება…

გისურვებთ სულიერ ბედნიერებას, ძალიან მიხარია თქვენთან კიდევ ერთხელ შეხვედრა, რომელიც თბილისში 30 სექტემბერს ტარდება.

დეა თავბერიძე

ანუკი ვეფხვაძე

30 სექტემბრის ტრენინგის შესახებ ინფორმაციას გაეცნობით ამ ლინკზე:  https://jolo.ge/gamogvidzebuli-gulis-impulsi-evgenia-droni/

 

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი