ყველაზე სასიამოვნო, ფერადი და პოზიტიური მეთოდი, რომელიც უარყოფითი ემოციებისგან, დაძაბულობისგან, სტრესისგან და გაურკვევლობისგან გათავისუფლებს – ეს არტთერაპიაა, რაც ხელოვნებით მკურნალობას ნიშნავს.
არტ-თერაპია გვეხმარება უკეთ გავუგოთ და ჩავწვდეთ საკუთარ თავს და იოლად „დავალაგოთ პრობლემები“, ამისთვის არ არის აუცილებელი ვიყოთ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულნი. მთავარია ვიყოთ გახსნილები, გულწრფელები და მივყვეთ იმ მითითებებს, რომელსაც ტრენერი ამ მეთოდის მსვლელობისას იყენებს.
ამჯერად ტრენერი ნინა ორჯონიკიძე გახლავთ, რომელიც JOLO-ს წარმატების მარათონის ფარგლებში, 25 ივლისს ტრენინგის მონაწილეებთან იუნგის ერთ-ერთი არქეტიპის “პერსონას” მიხედვით იმუშავებს.
ნინა ორჯონიკიძე: ეს გახლავთ ტრენინგი ვორქშოფი, სადაც ვიმუშავებთ არტთერაპიით და გამოვიყენებთ ხატვით თერაპიას. რაც უკვე ნიშნავს იმას რომ გვექნება განმუხტვის, თვითგამორკვევის, გაცნობიერებების, ურთიერთობის დალაგების საშუალება სხვებთან და საკუთარ თავთან. ასევე დაგვეხმარება კრეატიულობის გამოვლინება- განვითარებაში ☺️
ასევე მინდა ვთქვა რომ ეს არ იქნება ტიპიური ხატვითი თერაპია, ვიმუშავებთ განსხვავებული მეთოდით, რაც ბევრისთვის სიახლე იქნება. ამ სიახლეს საიდუმლოდ ვტოვებ მეტი ეფექტურობისთვის.
ამ ტრენინგ ვორქშოფში გამოყენებული სავარჯიშო (ტექნიკა) არის ძალიან სასიამოვნო, სახალისო, უწყინარი და რაც მთავარია იმ შედეგის მომცემი რა შედეგიც ჩვენ გვჭირდება იმ მომენტში.
ანუ ეს ვორქშოფი გვაჩვენებს გზას, გამოსავალს და გვეხმარება იმ შედეგის მიღებაში რაც ჩვენთვის უკეთესია იმ მომენტში, იმ კონკრეტულ სიტუაციაში სადაც ვართ.
💼 ნინა ორჯონიკიძე გახლავთ: სერთიფიცირებული ქოუჩი, სერთიფიცირებული პროფესიონალი არტთერაპევტი და იოგას ფედერაციის მიერ იოგას სერთიფიცირებული ინსტრუქტორი.
“პერსონა,” არტ-თერაპია, – 25 ივლისი, 19:00 სთ
იუნგის ერთ-ერთი არქეტიპის “პერსონას” მიხედვით
ტრენინგის ღირებულება 55 ლ
რეგისტრაცია 👉
ტრენინგისთვის აუცილებელია A4-ის ფორმატის, ან სახატავი რვეულის ფურცელი.
ფერადი ფანქრები ან ფერადი საღებავები.
წარმატებებს გისურვებთ
ეს ტრენინგი ტარდება JOLO-მარათონის ფარგლებში “ჟოლოს” პროექტების მხარდასაჭერად.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ