შეიძლება მიღწეული მიზნით გახდე კმაყოფილი და არა ბედნიერი. მაშინ სად გადის ზღვარი ბედნიერებასა და კმაყოფილებას შორის? მე პირადად, ცხოვრებაში ხშირად მქონია შემთხვევა, როცა დასახული მიზნისკენ ისე თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი, უკან მიხედვის დრო კი არა, ირგვლივ არსებული სილამაზის და ბედნიერების შემჩნევასაც ვერ ვასწრებდი. გავრბოდი ისე, როგორც წკეპლაგადაკრული ცხენი გარბის და გული ამოვარდნაზე აქვს. ასე გრძელდებოდა წლები… სულ გავრბოდი, წინ, აი იქ, სადაც ბედნიერება მელოდებობა ლამაზად შეფუთული. თითქოს რაღაც სასაჩუქრე ყუთი. აი, მაგ ყუთამდე მივაღწევდი, გავხდსნიდი და უცებ გავხდებოდი სამუდამოდ ბედნიერი. რა სისულელეა ეს ყველაფერი მხოლოდ ახლა ვხდვდები ამას.
თავქუდმოგლეჯილი მუდამ წინ, პირველობისკენ გავრბოდი და დრო აღარ მქონდა შემემჩმია ყოველდღიური სასწაულები, ბედნიერებები, მზის ამოსვლა, ლამაზი ზაფხული, ტკბილი შემოდგომა და საახალწლო სიურპრიზები. მე არასოდეს არ მქოდა დრო დავმტკბარიყავი და მადლიერი ვყოფილიყავი იმით რაც მქონდა და მეზრუნა იმაზე, რაც თურმე უკვე ნამდვილი ბედნიერება იყო. პირველ რიგში, დავშორდი საკუთარ ”მე”-ს და დამავიწყდა მასზე ზრუნვა, მხოლოდ იმიტომ რომ დრო არ მქონდა, რატომ? მე გავრბოდი წინ, პირველობისკენ! დამავიწყდა მეზრუნა იმაზე, რაც თურმე უკვე ნამდვილი ბედნიერება იყო: საყვარელი ადამიანი, კეთილი მეგობრები, ჭკვიანი და წარმატებული თანამოაზრეთა გუნდი, საყვარელი საქმე, სიყვარული, ჯანმრთელობა, პოზიტივი და სახეზე გულწრფელი ღიმილი. ეს ყველაფერი ყოველთვის ჩემ გვერდით იყო მაგრამ მე მის შესამჩნევად არ მეცალა. ბედნიერებას ვეძებდი, მისკენ გავრბოდი და ვმოქმედებდი ისე რომ მიზანს მიმეღწია- ანუ დანიშნულების ადგილზე მივსულიყავი და მერე გავხდარიყავი ბედნიერი.
შეუპოვრობა, მიზანსწარფულობა და ბრძოლისუნარიანობად ვთვლიდი ჩემ საქციელს მაგრამ ერთი მარტივი და ამასთანავე საკვანძოდ მნიშვნელოვანი შეცდომა დავუშვი. დამავიწყდა, რომ ვიყო მადლიერი იმის რაც მაქვს, ვინც გვერდით მყავს, და რაც იმ მომენტში ხდება ჩემსთავს.
ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი გარანტირებულად ყოველთვის ჩემ გვერდით იქნებოდა და მოვდუნდი. დამავიწყადა რომ ბედნიერება ან წარმატება არ არის დანიშულების ადგილი, ეს გზაა. ცხოვრების გზა. უნდა იცხოვრო აქ და ამ მომენტში, თვალები კარგად გაახილო, დაინახო, იგრძნო და დააფასო რამდენი სასწაულია შენს გარშემო. მშვენიერი დილა, სუფთა ჰაერი, ლამაზი მზის სხივები, ოჯახი, საყვარელი ადამიანი, და, ძმა, საყვარელი საქმე და ყოველი ახალი. გულის თვალით უნდა შეხედო და მანამდე მიაწვე შენს თავს სანამ, გული სიხარულით, პოზიტივით და ბედნიერებით არ აგევსება. არავინ იცის ხვალ რა სიურპრიზს გიმზადებს ცხოვრება, ამიტომ მეტად შეიყვარე, მეტად დააფასე ის რაც გაქვს, გაუფრთხილდი ურთიერთობებს, იყავი მეტად უკეთესი დღეს. ხელი ჩასჭიდე მაგრად და არ მისცე საშულება სადმე დაგეკარგოს ის ვინც ცხოვრებამ გაპოვნინა. იცხოვრე ღირსეულად, იცოდე ვინ ხარ, რას აკეთებ და რატომ. გწამდეს შენი თავის, გაერკვიე შენს ფასეულობებში, იცოდე რა გინდა და უკვე ბედნიერმა ეძებე გზები აისრულო შენი ოცნება.
და რაც მთავარია, არასოდეს, არასოდეს დაგავიწყდეს რომ იყო ბედნიერი დღეს, იყო მადლიერი ახლა და ის რისკენაც გული გიხმობს, წახვიდე მადლიერებით და სიყვარულით სავსე, რადგან ცხოვრება არა დანიშნულების ადგილი, ეს არის გზა, ყველაზე საინტერესო თავგადასავლებით.
ავტორი: მარიამ შარიქაძე