🔰 როდესაც ვიღაც აფიქსირებს თავის აზრს რაიმეზე… რასაც არ უნდა შეეხებოდეს ის….
არსებობს ასეთი, კარგი პრაქტიკა:
🔰 თუ არავინ გეკითხებათ თქვენს აზრს,
და თუ თქვენი აზრი გავლენას ვერ მოახდენს მოვლენების მსვლელობაზე,

და თუ ამით რეალურ სურათს ვერ შეცვლით- მაშინ რა აზრი აქვს უბრალოდ აზრებით კამათს?!
🔰 დააკვირდით თქვენს, თითქმის დაუოკებელ მოთხოვნილებას – დააფიქსიროთ თქვენი აზრი პოლიტიკურ თუ სხვა, პოპულარულ თემებზე…
შესაძლოა შენიშნოთ თქვენში მძაფრი სურვილი გამოხატოთ თქვენი პოზიცია, მაგრამ….
🔰 სულიერი პრაქტიკაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გათავისუფლდეთ სურვილისგან-
თქვენი აზრი დაამტკიცოთ, რაც არ უნდა მოხდეს!!!!
🔰 ჰკითხეთ საკუთარ თავს:
– რა მოხდება ახლა, ჩემი აზრი რომ არ დავაფიქსირო?! რას ვიგრძნობ ამ შემთხვევაში????
დამერწმუნეთ, შედეგები გავლენას არ იქონიებს-
არც სიტუაციაზე,
არც მის ფინალზე,
და არც იმაზე- თუ ვინ ხართ თქვენ…
🔰 უბრალოდ, თავი შეიკავეთ აზრის დაფიქსირებისგან, როდესაც ის აუცილებელი არაა
– აი, ამაში მდგომარეობს მთელი სულიერი პრაქტიკა!!
🔰 …. თავიდან იგრძნობთ, თითქოს რაღაცას კარგავთ, ხელიდან უშვებთ თქვენი ჩაურევლობით.
მაგრამ სინამდვილეში თქვენ ეგოისტური ინდენტიფიცირებისგან ღრმა გაცნობიერებისაკენ გადადგით ერთი ნაბიჯი.
🔰 როდესაც რაიმე საკითხს განიხილავთ, გონებრივი ანალიზის გარეშე წარმოუდგენელია მასში შესვლა.
მითუმეტეს, როდესაც სხვებიც განიხილავენ და გამოთქვამენ თავის აზრს.
✅ დარჩით ცნობიერი.
დაუკვირდით, როგორ არიან ჩართულები ადამიანები, როგორ არიან ემოციურად დამუხტული საკუთარი მენტალური პოზიციის მიერ.
დაუკვირდით, როგორ ვერ ხვდებიან, რომ ეს მხოლოდ მათი- სუბიექტური აზრია.
ისინი მთლიანად შთანთქმულები არიან აზრების მიერ.
✅ ზოგადად იყავით არამარტო მონაწილე, არამედ -დამკვირვებელიც.
დაუკვირდით იმ მამოძრავებელ ძალას, რომელიც მენტალური პოზიციის, ფორმის მიღმა იმალება.
დაინახეთ და შენიშნეთ ადამიანები, რომლებიც სრულიად არიან შთანთქმულნი საკუთარი აზრებით.
ბუდა ამას უწოდებდა “აზრთა უდაბურ ტყეს” და საუბრობდა იმაზე, თუ როგორ იხლართებიან ადამიანები მის წიაღში. სინამდვილეში კი ის საუბრობდა საკუთარ აზრებთან იდენტიფიკაციაზე, გაიგივებაზე. იმაზე, რომ აზრი ხდება- თქვენ. და თქვენ ხდებით აზრი.
✅ შეწყვიტეთ საკუთარი აზრების თაყვანისცემა.
“არ ეძიოთ ჭეშმარიტება”- როგორც ძენის ერთ-ერთი ბრძენი ამბობს.
✅ შეწყვიტეთ თქვენს აზრებზე და წარმოდგენათა სისტემებზე ზრუნვა. მათი კულტივაცია და ჭეშმარიტების საძიებლად ოფლის ღვრა.
☝️მაგრამ ოსტატს არ უთქვამს- აზრი საერთოდ არ გაგაჩნდეთო….
ის ამბობდა “შეწყვიტეთ საკუთარი აზრების ფერება, “ლოლიავი”, თავს შემოვლება…”
ლოლიავი კი ნიშნავს- საკუთარი თავის აზრებთან გაიგივებას, საკუთარი “მე”-ს მენტალურ პოზიციად ქცევას….
✅ მას შემდეგ რაც ამას შეწყვეტთ, მხოლოდ მას შემდეგ შეგიძლიათ იქონიოთ ისინი.
ამის შემდეგ აზრები აღარ დაგიუფლებენ.
და სწორედ ამაშია ფუნდამენტალური სხვაობა.
🔰 ადამიანთა უმრავლესობა- არ ფლობს აზრებს!
პირიქით ხდება:
აზრების ტყვეობაში არიან ადამიანები!
🔰 მენტალური ველის ენერგია სრულიად ფლობს მათ.
🔰 თქვენ ფიქრობთ, რომ გაქვთ აზრი რაიმეზე, შეხედულება, სინამდვილეში კი- წარმოდგენებს, შეხედულებათა სისტემებს ჰყავხართ თქვენ.
🔰 სწორედ ისე გფლობთ მენტალური პოზიცია, როგორც პარაზიტი იპყრობს ორგანიზმს.
ამიტომ, გთავაზობთ შესანიშნავ სულიერ პრაქტიკას:
✅ იმის მაგივრად, რომ ეძიოთ ჭეშმარიტება, ღმერთი, თვითშემეცნება ან გასხივოსნება- უპირველესად, შეწყვიტეთ საკუთარი თავის გაიგივება მენტალურ პოზიციასთან. აზრებთან.
✅ შეწყვიტეთ აზრების “ლოლიავი”, თავს შემოვლება…
✅ გარკვეულ სიტუაციებში კი შეეცადეთ საერთოდ არ გამოხატოთ თქვენი აზრი და დაუკვირდით-
რას იგრძნობთ ამ შემთხვევაში…
დაუკვირდით საკუთარ გრძნობებს, როდესაც აზრებს არ აძლევთ გასაქანს.
✅ …თქვენი თვალსაწიერი, თქვენი პოზიცია, თქვენი აზრი….
რას ჰმატებს ის თქვენს არსებას, როდესაც შეძლებთ მის დამტკიცებას სხვისთვის?
✅ არაფერს!!
რეალურად არაფერს გმატებთ.
✅ მაგრამ რაღაც ილუზორულ სიამოვნებას ჰგვრის თქვენს ეგოს.
ის, რაშიც მოგებული დარჩით, ესაა- ილუზორული იდენტიფიკაცია, გაიგივება, რომელიც უფრო გაიზარდა.
ამით მხოლოდ “ეგოს” უკმევთ საკმეველს, მეტი არაფერი…
🔰 თქვენ მეტყვით:
– ოკ! ვცადოთ ექსპერიმენტი!
ვნახოთ, რა იქნება, თუ მე არ გამოვთქვამ ჩემს აზრს…
🔰 თავიდან გადაირევით….
თითქოს რაღაც გაკლიათ, თითქოს დაიწყეთ ცხოვრებიდან გაქრობა…
🔰თუ ამ ეტაპს გაივლით და მიიღებთ, გარკვეული დროის შემდეგ შეამჩნევთ სიმშვიდის ძლევამოსილ შეგრძნებას,
როგორ შემოდის ის თქვენში….
რადგან უკვე გაქვთ წვდომა განზომილებაში, რომელიც “ეგოს” მიღმაა, ფორმასთან გაიგივების მიღმაა.
🔰 თქვენ მიიღებთ შინაგან სიმშვიდეს, რომელიც სიცოცხლითაა სავსე.
…. და ის არ აძლიერებს თქვენს- ფორმასთან გაიგივებას!
პირიქით.
🔰 თქვენ გაუშვით გარეგანზე აქცენტი და შემდეგ უკვე, ყოველ ჯერზე, როდესაც მოგიწევთ საკუთარი აზრის დაფიქსირება, გააცნობიერებთ, რომ
ეს მხოლოდ თქვენი მენტალური პოზიციაა და მეტი არაფერი!
🔰 უბრალოდ ამბობთ:
“-ჩემი აზრით ასეა. მე ასე ვხედავ” ……
და ამის მიღმა არაა არანაირი მიჯაჭვულობა პოზიციაზე. შეხედულებაზე.
🔰 და თქვენ სიმშვიდისა და სიძლიერის გრძნობა გაქვთ და ის ვერ შეირყევა. რადგან აქცენტი შიგნითაა დასმული.
🔰 მაგრამ თუ თქვენ ფორმასთან ხართ გაიგივებული, მაშინ მოწყვლადი ხართ, რადგან საჭიროა მისი მუდმივი დაცვა.
🔰 თქვენ მართლაც “პატარა ხართ”, როდესაც შეპყრობილი ხართ საკუთარი პოზიციის სისწორით….
🔰ყოველდღიურად აპრაქტიკეთ ეს ტექნიკა.
თავიდან მარტივ სიტუაციებში გამოსცადეთ- აფიქსირებთ თუ არა თქვენს აზრს, განაგრძეთ იმაზე დაკვირვება-
თუ რას ამბობთ და როგორ…
🔰 …ჩვენი აზრები პოლიტიკურ სიტუაციაზე, სხვა ადამიანებზე, გარემოზე და თუნდაც ზედაპირული ჭორები- ძალიან მაცდუნებელია….
რადგან ჭორების მიღმა იმალება თქვენი აზრით “მართებული” პოზიცია:
ვინ- რა უნდა გააკეთოს და როგორ…
ძირითადად- ნეგატიური კონტექსტით ან გაკითხვით შეფერადებული…
🔰ეს ყველაფერი მიმზიდველი და მაცდუნებელია, რადგან…
🔰 როდესაც აკრიტიკებთ ვინმეს და მის ნაკლს უსვამთ ხაზს, ეგო ძლიერდება. (” აი, მე ხომ არ ვარ ასეთი?! ესე იგი- მე კარგი ვარ!!!” დ.მ.)
🔰 ვიღაცის კრიტიკის დროს, ეგო გრძნობს თავის უპირატესობას და სწორედ ამიტომ უყვარს კრიტიკა, განკითხვა და ა.შ. ეს აბსოლუტურად გაუცნობიერებელი პროცესია.
🔰 ამასთან, ეგოს უნდა ასე მოიქცეს ისევ და ისევ…
🔰 მას სურს თავი გაიძლიეროს იმ დონემდე, რომ გრძნობდეს უპირატესობას სხვასთან შედარებით. ამიტომ აკრიტიკებს და განიკითხავს.
მაგრამ ეს არ არის უპირატესობა.
ეს მხოლოდ და მხოლოდ- ილუზიაა.
🔰 მსგავს სიტუაციებში იყავით ყურადღებით, გაცნობიერებული დამკვირვებლის როლში.
🔰 ხანდახან გვეჩვენება, რომ სიტუაციაში მთავარია ის, რაც მასში ხდება.
🔰მაგრამ მთავარი ამ სიტუაციაში- თქვენი მდგომარეობა და გაცნობიერების ხარისხია”
❤
ეკჰარტ ტოლლე
მოამზადა დაჯი მამულაშვილმა ❤