– შენ გჯერა ჯადოსნობის? – ჰკითხა სიცოცხლემ
– არა, – უპასუხა ადამიანმა, რომელიც ყიდდა ტკბილეულს – ბავშვი ხომ არა ვარ, ჯადოსნური ზღაპრების რომ მჯეროდეს?
– მარადიული სიყვარულის?
– არა, – სიყვარული არ არსებობს, ეს ქიმიაა, რომელიც აერთიანებს ორ ადამიანს და რომლის მოქმედების ვადა გადის 3 წელიწადში. ხოლო, ამის შემდეგ – რჩება მიჩვევა.
– ოცნების გჯერა? – შეეკითხა ისევ სიცოცხლე
– არა – უპასუხა ადამიანმა – ოცნებობენ მხოლოდ სულელები.
– სიკეთის?
– არა, ადამიანები ბოროტები არიან, უბრალოდ ეშინიათ და ღრმად მალავენ ამას. სიკეთე ეს არის – ფარისევლობა და თავის მოკატუნება.
– აბა, მაშინ რისი გჯერა?
– მე მჯერა იმისი, რომ მშობლები იმდენად ძუნწები არიან, რომ არ ყიდულობენ ბავშვებისთვის ტკბილეულს. სწორედ ამიტომ, ვდგევარ ახლა ამ სიცივეში და არ შემიძლია გავაკეთო საჭირო თანხა, რომ ვიცხოვრო ისე როგორც მინდა.
– შენ გჯერა სურვილების?
– კი, როგორ არა. მაგრამ ჩემი სურვილები არასდროს ახდენილა.
– საწყალო – უპასუხა სიცოცხლემ – შენს ცხოვრებაში არასდროს მოხდება „ჯადოსნური სასწაულები“, შენ ვერასდროს ვერ შეხვდები ჭეშმარიტ სიყვარულს, შენ ოცნებებს ასრულება არ უწერია, ვერასდროს დაინახავ სიკეთეს და შენი სურვილები არასოდეს ახდება.
– კი მაგრამ რატომ?! – დაიყვირა ტკბილეულის გამყიდველმა.
– იმიტომ, რომ სს-უუუ-ლლლ ცოტა მაინც უნდა გჯეროდეს.
რწმენა იძლევა – შესაძლებლობებს.
შესაძლებლობები – გაჩვენებს მიმართულებას.
მიმართულება – გიშლის გზას.
ხოლო გზა?
გზას, ყოველთვის მიყავხარ სურვილების ასრულებამდე. რაც ნიშნავს – ოცნებების ასრულებას.
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!
სურვილების ასრულებას, სიყვარულს და სიკეთეს გისურერვებთ!
„ჯადოსნური სასწაულების“ – წელი დაგბედებოდეთ!
ოღონდ, სულ მცირედი თხოვნა მექნება ჩემს მკითხველთან – ირწმუნეთ …
თამარ კვარაცხელია