fbpx

შვილების აღზრდის საიდუმლო მათ შექებაშია!

ავტორი ჟოლო
246 ნახვა

ერთხელ, როდესაც პატარა თომას ედისონი სკოლიდან შინ დაბრუნდა, დედას მასწავლებლის წერილი გადასცა. დედამ წერილი ხმამაღლა ცრემლიანი თვალებით წაიკითხა:

“თქვენი შვილი გენიოსია, აქ ჩვენ არც შესაბამისი პროგრამა და არც შესაბამისი მასწავლებლები არ გვყავს, რომ თქვენს შვილს რაიმე ვასწავლოთ, ამიტომ შეგიძლიათ სახლში ამეცადინოთ”.

დედის სიკვდილიდან მრავალი წლის შემდეგ (როდესაც ედისონი უკვე ცნობილი მეცნიერი იყო) თომასი ოჯახის არქივს ათვალიერებდა როდესაც ამ წერილს წააწყდა, მან წერილი გახსნა და წაიკითხა: “თქვენი შვილი გონებრივად ჩამორჩენილია. ჩვენ არ შეგვიძლია ვასწავლოთ მას სხვებთან ერთად სკოლაში. ამიტომ გაძლევთ რეკომენდაციას ამეცადინოთ სახლში” ედისონი რამდენიმე საათის განმალობაში ფიქრობდა, შემდეგ კი დღიურში ჩანაწერი გააკეთა: “თომას ალვა ედისონი იყო გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი. მაგრამ გმირი დედის წყალობით გახდა თავისი საუკუნის უდიდესი გენია.”

ყველა მშობელმა, ყველა დედამ და მამამ უნდა გაითვალისწინოს ეს ისტორია. გჯეროდეთ საკუთარი შვილების, ხშირად შეაქეთ ისინი!

…გახსოვდეთ, რომ მხოლოდ თქვენ, თქვენი საკუთარი სიტყვებით, აყალიბებთ მასში გენიოსს, მეწარმეს, პოეტს, მუსიკოსს, მებაღეს, მეეზოვეს, მუშას და უსაქმურს…

ვინც შედეგით არ ხართ კმაყოფილი, თქვენ თავს დააბრალეთ…

ვისაც ჯერ კიდევ პატარა შვილები გვყავთ, კი ყველაფერი ჩვენ ხელშია: მეტი პოზიტივი, მეტი სიყვარული, მეტი რწმენა, მეტი შექება, მეტი დაფასება, მეტი აღიარება, მეტი დასაჩუქრება…

… მამაჩემი ყოველთვის საჯაროდ მაქებდა. როცა ჩავაბარე ინსტიტუტში, ყველას მოუყვა თუ როგორ თავდაუზოგავად ვმეცადინეობდი, როგორ არ მიყურებია მთელი წელი ტელევიზორისთვის და კიდევ იმას ამატებდა, რომ არაფერში მოვუმზადებივარ და გზის ფულის გარდა არაფერი დაუხარჯავს ჩემ მოწყობაში.

… იცით რა განცდაა ეს შვილისთვის? უდიდესიიიიი!!! თამამად ვიტყვი, რომ ამაზე საუკეთესოს მამა ჩემთვის და ჩემი მომავლისთვის ვერაფერს გააკეთებდა…

… ასე, რომ გიყვარდეთ და გჯეროდეთ თქვენი გენიოსი შვილების!

სიყვარულით და მადლიერებით ვუძღვნი ჩემ შვილებს ანოს და თეგას!

მაია ხავთასი

წყარო: maiakhavtasi.wordpress.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment