რა არის სიყვარული?
💚
💙
💛
💜
💖
💞
სიყვარული – გაიაროთ ერთად ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი !
და ამ ყ ვ ე ლ ა ფ რ ი ს მიუხედავად –
დარჩეთ,
გადარჩეთ,
აპატიოთ,
გააუმჯობესოთ,
მოუფრთხილდეთ,
დააფასოთ
და უერთგულოთ.
სიყვარული – ცხოვრების ერთად სავალ გზაზე წარმოქმნილი, თითოეულის ხვედრის, სიძნელის ერთად გადალახვაა.
სიყვარული – იმყოფებოდე მის გვერდით არა მხოლოდ, მაშინ როდესაც ყველაფერია კარგად, ლამაზად, როგორც შენ გინდა და გაგიხარდება – არა ეს არ არის სიყვარული – არამედ, როცა ნერვებს გიშლის და არ მოგწონს მისი რბილად რომ ვთქვათ „რაღაც-რუღაცეები“, ხედავ „წკიპზე ხარ“… გგონია – მეტს ვერ მოითმენ, ხედავ – სისუსტეს მის ხასიათში, აზროვნებაში, ქცევებში და მაინც ერთად………
…რატომ?
..არც იცი პასუხი – უბრალოდ გინდა და ხარ… თუ ლოგიკა ჩართე და ჩამოთვალე რატომ რჩები მის გვერდით, დასაფიქრებელია: არის კი ეს სიყვარული?
სიყვარული – ეს გასცდე ფიზიკურობის სივრცეს და ხედავდე მასში სულს!!!! მის შემოხედვაში სრულად დნებოდე და შეხებით ყოვლის მომცვლელი სწრაფვით ეშვებოდე ბედნიერების მორევში…. გრძნობდე სამყაროს ერთარსად….
სიყვარულია – შეგეძლოს მხარდაჭერა, მიღება, გეცამა, მიტევება…
გრძნობდე და მიმართავდე – „ჩემო თვალის ჩინო“,
გრძნობდეს და პასუხობდეს – „სულო, გულო ჩემო“…
სიყვარულია – დაუფიქრებლად გახდე მაშველი რგოლი, მოციმციმე შუქურა, ანათო და გახდე ენერგიის უშრეტი წყარო…
გიყვარდეს – ეს ხედავდე ულამაზოს, სუსტს, გზიდან აცდენილს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გაგიცრუვდეს იმედები და არ გაგიცივდეს გული და არ შეწყვიტო ზრუნვა. პირიქით, გააგრძელო და ჩაჭიდო ხელი უფრო ძლიერად…
სიყვარულია – ერთად გადალახოთ ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი.
ე რ თ ა დ !!!
მიყვარხართ მე თქვენ
ურთიერთობების ქოუჩი თამარ კვარაცხელია
http://kvaratskhelia.pro/