– ჩემი შვილი საშინლად ჭირვეულობს, არაფრის გაკეთებას არ მაცდის, – მეუბნება ახლობელი, – ნეტავ, რა უნდა?
– ალბათ შენი სიყვარული, – ვპასუხობ.
– რას მელაპარაკები. ამას თუ სიყვარული აკლია. საკუთარ სიცოცხლეს მირჩევნია. სიყვარული რომ შველოდეს მაგ საქმეს, ამაზე მშვიდი ბავშვი მეორე არ იქნებოდა.
– რამე სცადე, რომ ნაკლებად რომ იჭირვეულოს?
– ყველაფერი, რაც შეიძლებოდა.
– მაშინ შეიძლება ერთი რჩევა მოგცე? რას კარგავ, ესეც სცადე. როცა ჭირვეულობას იწყებს, უბრალოდ მოუსმინე, რას გეუბნება. ოღონდ ისე კი არ მოუსმინო, თვალებით ბავშვს რომ უყურებ და სინამდვილეში ხვალინდელ საქმეებს ხედავ ან კიდევ დღევანდელ პრობლემებს 🙂 შეხედე თვალებში და შენი ძვირფასი დროის მხოლოდ 15 წუთი მაინც მთლიანად მას მიუძღვენი – მოუსმინე, გააკეთე, რასაც გთხოვს. სხვა არაფერზე იფიქრო.
პირობას გაძლევ, მინიმუმ 2 საათი თავს დაგანებებს და შენც მშვიდად გააკეთებ შენ საქმეს. მხოლოდ 15 წუთი.
…..
არ მოგიყვებით, რა მოხდა შემდეგ 🙂
თუ თქვენი ბავშვიც ჭირვეულობს, სცადეთ თქვენც. მას თქვენ სჭირდებით და არა კომპიუტერი, ტელევიზორი, სათამაშო (თუნდაც ძალიან ძვირფასი). „სამწუხაროდ“ მეცნიერების უახლესი მიღწევებიც კი უძლურნი არიან ამ „პრობლემის“ წინაშე – დედის სიყვარულის და ყურადღების „კლონის“ შექმნა შეუძლებელი აღმოჩნდა. თქვენ თვით „iphone 7“ -ც კი ვერ შეგცვლით:)
15 წუთიანი ყურადღების და სიყვარულის „სეანსები“ კი სრულიად უფასოა და თანაც „ჯადოსნური“ 🙂
სცადეთ და სხვებსაც გაუზიარეთ ეს „რეცეპტი“ 🙂
იცით, რამდენ ბავშვს გააბედნიერებთ?
თამარ საგინაშვილი