უორენ ბაფეტი, – ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მდიდარი ინვესტორია მსოფლიოში, რომლის კაპიტალიც 100 მილიარდ დოლარს შეადგენს. ბაფეტის თქმით, ყველა დროის ყველაზე მომგებიანი ფულის დაბანდება, ეს არის ინვესტიცია საკუთარ თავში.
უორენ ბაფეტი: ინვესტიცია საკუთარ თავში ეს არის საუკეთესო რამ, რაც კი შეიძლება ადამიანმა გააკეთოს.ეს არის ის, რაც შენს ნიჭს და უნარ-ჩვევებს განავითარებს და მოგცემს ცოდნას გამოიმუშავო ის თანხა, რაც შენი უკეთესი ცხოვრებისთვის აუცილებელია. ეს არის ის, რასაც ვერავინ წაგართმევს. რაც სამუდამოდ შენთან რჩება.
აუცილებლად იმოქმედეთ
არ შეიძლება მთელი შენი ცხოვრება გამოიძინო. ნუ იტყვი, რომ „ხვალ“ გავაკეთებ ამას, ან მომავალში ყველაფერი იქნება კარგად. ნუ იტყვი, რომ მე უბრალოდ გაზრდა მჭირდება და სათანადო გამოცდილების დაგროვება. ეს იგივეა სექსი რომ სიბერემდე გადადო.
აუცილებლად იმოქმედეთ, აუცილებლად გააკეთეთ.
შეცდომებსაც აუცილებლად დაუშვებთ, ამაში ეჭვიც არ შეგეპაროთ, მაგრამ ამ შეცდომების გამო თავს ნუ მოიკლავთ, უბრალოდ გზა გააგრძელეთ. ყველაზე დიდი შეცდომა ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობებია. როცა რაღაც არ გააკეთე. ცხოვრებაში ყველაფერი ტრიუმფალურად ვერ იქნება. მაგრამ კიდევ ვამბობ შეცდომები გაგიჟებად არ ღირს. ხვალ დაიწყება ახალი დღე და შენ უფრო დაბრძენებული გადაერთვები ამ ახალზე.
იმოქმედეთ და არასოდეს დანებდეთ.
6 წლის უორენ ბაფეტის მომგებიანი საქმე
პირველი მომგებიანი საქმე ბაფეტმა ექვსი წლის ასაკში განახორციელა. მან ერთი ყუთი კოკა-კოლა 25 ცენტად იყიდა და მერე თითოეული ბოთლი( სულ 5 ც} ექვს ცენტად გაყიდა. შედეგად 30 ცენტი გამოიმუშავა და 5 ცენტი მოიგო.
11 წლისამ დასთან ერთად ერთი-ერთი კომპანიის აქციები იყიდა და მერე მომგებიანად გაყიდა. 13 წლის ასაკში კი თავისი პირველი შემოსავლების დეკლარაცია შეადგინა, რომელშიც უკვე კარგად ჩანდა ბაფეტის ნიჭი და მომავალი.