fbpx

“თუ ცვლილება გინდა, ამისთვის მზად უნდა იყო, ეს მართლა უნდა გინდოდეს”…

ავტორი დეა თავბერიძე
715 ნახვა
0 კომენტარი
8

რა როლი აქვს ადამიანის ცხოვრებაში პიროვნული ზრდისა და განვითარების ტრენინგებსა და ამ სახის კურსებს?

კატრინა ბადურაშვილი: როცა ამერიკიდან საქართველოში დავბრუნდით, რაღაც პერიოდის შემდეგ ძალიან გამიჭირდა. იმდენად, რომ დეპრესია დამეწყო. შინაგანი ჰარმონია დავკარგე. ყველაფერი მქონდა ბედნიერებისთვის, მაგრამ ბედნიერი არ ვიყავი. გაქცევა მინდოდა, თუმცა, ისიც კი არ ვიცოდი, სად გავქცეულიყავი. ეს ჩემს ნახატებსაც დაეტყო. იმ პერიოდში მუქი ფერები ჭარბობდა.

სტრესს უშემოქმედებამდე მიჰყავს ადამიანი. სული არ გააჩნია იმას, რასაც აკეთებ.

და აი, შემთხვევით ვნახე „ზრდისფაქტორი“. თუ გაქვს სტრესი, შიშები, თავდაუჯერებლობა – ეს კურსი თქვენთვის არისო… წამებში მივიღე გადაწყვეტილება და დავიწყე.

რა მოხდა, იცით? რამდენიმე დღეში ყველაფერი ამოტრიალდა, ჩემში სიცოცხლისა და  ნათელი ფერების შემოშვება დავიწყე.

მნიშვნელოვანი გარდატეხა იყო, როცა გავაცნობიერე, თუ რა ემოციურ მდგომარეობამდე მივყავდი ჩემს რწმუნებულებებსა და აზრფორმებს. ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ ტრანსფორმაცია დაიწყო საკუთარი თავის შეყვარებით. მოლოდინების გაშვება ვისწავლე, რაც ძალიან დამეხმარა. სტრესიდან ჰარმონიაში  გადავხტი.

იმ წუთებით დავიწყე ცხოვრება და ტკბობა, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში იყო.

ფერები გაფერადდა. ნახატები გამოცოცხლდა. ყველაფერს დაეტყო პოზიტივი და კარგმა რაღაცებმაც დაიწყო შემოსვლა ჩემს ცხოვრებაში.

„ზრდის ფაქტორმა“ საკუთრ თავთან დამაბრუნა, ჩემს შიგნით ჩამახედა და მითხრა, აქ არის ის, რასაც სხვაგან და სხვებში ეძებო. ენერგია დამიბრუნდა და ამ ენერგიითა და მადლიერებით დაიმუხტა ყოველი ნახატი. “მადლობები” იყო ჩემს ცხოვრებაში, როგორ არა, მაგრამ ამ მადლობას არ მოჰქონდა არანაირი ემოცია. რამდენ მადლობას ვიხდით მადლიერების გარეშე. ახლა როცა ვამბობ ან გავიფიქრებ, მადლიერი ვარ, ვგრძნობ, ეს რა დიდ ენერგიას წარმოშობს ჩემს სამყაროში.

ერთი კარგი რამ ვისწავლეთ „ზრდისფაქტორში“, – ჩემი ბედნიერება არ შეიძლება იყოს დამოკიდებული მეორე ადამიანის ქცევაზე, ხასიათზე, შეხედულებაზე. ეს მე ვფლობ ჩემს სამყაროს, ჩემს თავს და არ შეიძლება სხვამ გამაბრაზოს. ანუ მე ვმართავ ჩემს ემოციას. ჩემზეა დამოკიდებული, როგორ ვიქნები. ბალანსია ჩემი ემოციებისა და ჩემი მენტალური მდგომარეობის და ამის მერე ვარ თავისუფალი.

უბრალოდ მიხარია, რომ ვარ. მე ვარ და მე ვქმნი ჩემს ბედნიერებას, ჩემს დღეს და ამას მივხვდი ამდენი წლის მერე.

თუ ადამიანი მიხვდა, რომ მადლიერია იმის, დილით რომ იღვიძებს, ცოცხალია და კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცა გამოღვიძების, ყველაფერს შეძლებს.

ახლა ვიღაც იტყვის, – იმას რომ შია? იმას რომ უჭირს?! იმათაც გასავლელი აქვთ თავიანთი პროგრამები, როგორც მე გავიარე. სანამ გაცნობიერებამდე მიხვალ, ეს ასეც იქნება. მთავარია, ამ ყველაფრისგან გამოიღვიძო და მერე ყველაფერი თავისით მოხდება.

ოღონდ არ უნდა გაჩერდე. იმისთვის, რომ რეალური შედეგი დადო, ჩვევად უნდა გაიხადო ბევრი რამ  და განსაკუთრებით ის სიახლე, რამაც ცხოვრება შეგიცვალა. ეს არ უნდა დაკარგო, ყოველდღიურმა რუტინამ არ უნდა დაგავიწყოს, უკან არ უნდა დაგაბრუნოს. ამიტომ ყველგან “ზრდისფაქტორის” სტიკერები მაქვს გაკრული. ეს შეხსენებები აუცილებელია. გონება ძალიან ძლიერია, სად წაგიყვანს, არ იცი. როცა რაღაცას  ვაკეთებ და ფიქრები გამიტაცებს, თავს ვატრიალებ და ვამბობ, – აქ ხარ. ვბრუნდები. ძალიან მაგარია ამის დაჭერა. ოღონდ ამაზე რამდენი ვიმუშავე, იცით? ბევრს ცვლილება უნდა, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობა ეზარება. თუ ცვლილება გინდა, ამისთვის მზად უნდა იყო, ეს მართლა უნდა გინდოდეს, ეს მართლა უნდა გააკეთო!

გახდი_ზრდისფაქტორელი  შემოგვიერთდი http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori//

0 კომენტარი
8

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი