fbpx

„როგორ მასწავლა ცხოვრებამ მოლოდინის გაშვება და სამყაროს ნდობა“

ავტორი admin
302 ნახვა

მთელი ცხოვრება ჩართული მქონდა მოლოდინის რეჟიმი. ჯერ ველოდებოდი მშობლებისგან, ახლობლებისგან, მეგობრებისგან, უცხოებისგან, საკუთარი თავისგან, მეუღლისგან…

ასე დაუსრულებლად წრეში ვტრიალებდი.

ამიტომაც იყო გაუთავებელი იმედგაცრუებები, წყენები, წუწუნი, თავის გამართლებები, გადაბრალებები, თავის შეცოდებები – ჩემი არ ესმით, რომ უნდა გააკეთოს ან გავაკეთო, ვალდებულია ან ვალდებული ვარ… სამართლიანი ვარ ან უსამართლობაა…

და ისევ განუწყვეტელი წრეში ტრიალი.

გამუდმებით მეტის მოლოდინი ურთიერთოებებში, დამოკიდებულებებში და არა მარტო…

ჩემთვის გახდა აღმოჩენა, რომ არავისგან არაფერს არ უნდა ველოდო, არავინ ჩემ წინაშე ვალდებული არ არის და პირიქით. შესაბამისად, მოლოდინი შესუსტდა და საბოლოო ჯამში გაქრა. თავისუფლება!

მინდა გაგიზიაროთ ჩემი ხედვა ამასთან დაკავშირებით, რადგან შედეგით ვარ აღფრთოვანებული. 

შევწყვიტე მოლოდინი – განა მარტო ვინმესაგან, არამედ, საკუთარი თავისგანაც…

სწორედ იმ წუთიდან ვიგრძენი, რომ გულზე მომეშვა და ფილტვები გაიხსნა, თითქოს პირველად ჩავისუნთქე ჰაერი და შევიგრძენი ახლად დაბადებულივით სიცოცხლე.gashve

მანამდე, გამუდმებით  მოველოდი, რომ აგერ-აგერ გაიხსნება ჩემი პოტენციალი და მე გავხდები ასეთი და ისეთი… დავწერ ასობით სტატიას, შემდეგ წიგნს, არა უკეთესია რამოდენიმე წიგნს, შევქმნი რამე ახალს და ა. შ.  მივიღე გადაწყვეტილება:

– მოვა დრო შინაგანად მომინდება ამის გაკეთება, მე ამას გავაკეთებ ბუნებრივად…

– როგორც შევძლებ ისე შევძლებ. მე არ მინდა  მონდომების ზღვარზე ყოფნა და უდიდესი ძალისხმევის შედეგად მიღებული შედეგი.

შევწყვიტე მოლოდინი მეუღლისგან და იმაზე ფიქრი, რომ ის ვალდებულია – რომ გაიგებს ჩემსას და ბოლოს და ბოლოს გააკეთებს ისე, როგორც მე მინდა… მივიღე გადაწყვეტილება:

– მე ვარ მშვიდად – დაე იყოს ისე როგორც იქნება…

– როგორც მოხდება ისე მოხდება. დაე, ყველაფერი მოხდეს ისე, როგორც არის ჩემთვის უკეთესი…

შევწყვიტე მოლოდინი უცხოებისგან, რომ ისინი დადებითად შემაფასებენ, შემიყვარებენ როცა ნახავენ როგორი კარგი და მოწესრიგებული ვარ… მივიღე გადაწყვეტილება:

– მე გავაკეთებ ისე, როგორც გავაკეთებ და არ ვიფიქრებ, რომ ვიქნები ჩემს სიმაღლეზე და გავაკეთებ ყველაფერს იდეალურად…

– როგორც გამოვა, ისე გამოვა…

მე შევწყვიტე ფულის ლოდინი და მივიღე მადლიერებით ის თანხები რომელიც მაქვს. შევწყვიტე იმაზე წუხილი თუ როგორ შევცვალო ჩემი ფულადი მდგომარეობა საფუძვლიანად. უბრალოდ გამოვთქვი განზრახვა:

– როცა ვიქნები მზად მეტის მისაღებად თანხები მოვა, მაშინ გაიხსნება შესაძლებლობები.  ეს მოხდება საჭირო დროს და ადგილას, ჩემთვის ყველაზე ხელსაყრელი გზით…

Kaçırılan Fırsatlar

შევწყვიტე,  ცხოვრებაში ჩემთვის გაუგებარ საკითხებზე ნერვიულობა, წუწუნი, ცხოვრებისგან გარანტიების აღება, პრეტენზიები და მოთხოვნები. ჩემ შიგნით იჯდა გარკვეული უსამართლობის განცდა, რამდენს ვაკეთებ, ვიღაცა კი არაფერ აკეთებს და როგორი კარგი შედეგები აქვს – მე ეს გავუშვი. კიდევ, შევწყვიტე იმის მოლოდინი, რომ ხვალ ყველაფრი იქნება კარგად და პრობლემები არ იქნება. ჩემს მიამიტ  ბავშვურ ბუნებას სურდა სიმშვიდე. ჩემი გაზრდილი ბუნება კი მიხვდა, რომ სიმშვიდე არის შიგნით და არა გარეთ – სტრესული საკითხების და პრობლემების არარსებობაში. ამიტომ გამოვთქვი განზრახვა:

– რაც მოსახდენია ჩემს ცხოვრებაში, მოხდება…

– მოსახდენი დაე მოხდეს, პროცესში გადავწყვეტ რას და როგორ გავაკეთებ…

მე საერთოდ შევწყვიტე მოლოდინი რამის… გავხდი გულგრილი იმის მიმართ, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება და რაც მოხდება. ადრე მნიშვნელოვანი იყო, რომ მომხდარიყო მხოლოდ კარგი და ყველა ყოფილიყო კეთილი…. გავაანალიზე და მივხვდი,მაშინ  ჩემში  ბუდობდა  შიში – ვაი, თუ მოხდეს ისეთი რამ, რასაც ვერ მოვერევი… არ გეგონოთ ყველაფერი „მკიდია გავხდი“, უბრალოდ მე ვისწავლე  მოლოდინის გაშვება, მინდობა და ვუთხარი თავს:

– რაც იქნება ის იქნება. ყველაფერი მოხდება ჩემთვის საუკეთესოდ.

ვაუ, როგორ გავნთავისუფლდი ამ დროს  – „დავიკიდე „როგორ“ და გახდა სულერთი…

gashveb

რა თქმა უნდა,მაქვს გარკვეული გეგმები, პროექტები… მაგრამ რასაც მე ვფიქრობ,  იმდენად სასაცილოა იმასთან შედარებით, რა შესაძლებლობებიც მომიმზადა ცხოვრებამ.

მან დამანახა (ყოველ შემთხვევაში ჩემთან ასე მოხდა) – ყველაზე დიდი ცვლილებები იწყება იმედგაცრუებით, ტკივილით, სასტიკი რეალობით და უსუსურობის შეგრძნებით.

უმწეობამ მასწავლა გამეშვა  – კონტროლი, ლოდინი და  საკუთარ თავზე ძალადობა.

მოლოდინი ბლოკავს ენერგიას

მიზნის რაღაც ერთ ან რამოდენიმე ვარიანტს შეიმუშავებ, მოქმედებ და ელოდები, რომ აგერ-აგერ უნდა განხორციელდეს. მაგრამ სანამ  არ გაუშვებ, არ მიანდობ სამყაროს მის ყველაზე საუკეთესო ვარიანტში განხორციელებას – აჩერებ და ბლოკავ მას!  დაგეგმილის მიღების მოლოდინის  გამო ვერც ამჩნევ ახალ შესაძლებლობებს, რადგან შენთვის საუკეთესო ვარიანტი აღმოჩნდება, ძალიან ხშირად მოულოდნელი.

რა ვქნათ, რომ ჩიხში არ აღმოვჩნდეთ და გამუდმებით ნაკადში ვიყოთ?

როდესაც ძალინ დავიღალე ცხოვრებასთან ჭიდილში, მივხვდი რომ ტყუილად დავკარგე ამდენი სასიცოცხლო ენერგია ამიტომ ვისწავლე:gaShveba

 – შეუჩერებლივ ვიმუშაო საკურთარ აზრებზე (თავზე)

 – გამოვთქვა ჩემი განზრახვა(მიზანი)

 – ვაკეთო საყვარელი საქმე (დანიშნულება) მშვიდად და მადლიერებით

 – გავუშვა და მივენდო სამყაროს სრულიად!

 

ამის მერე ჩემს ცხოვრებაში დაიწყო საოცრებები:

. მე უკეთ მესმის საკუთარი თავის.  დაიწყო იდეებმა დინება (ალბათ ადრეც იყვნენ, მაგრამ მე ისინი აღვიქვი მაშინ, როდესაც მოვიხსენი დაძაბულობა). მე ვისწავლე მათი მიყურადება და იმასაც მივხვდი როგორ უნდა განვახორციელო, თუმცა, არც მესმის თავიდან როგორ გავაკეთებ, მაგრამ მე ვხედავ როგორ ბუნებრივად და ძალდაუტანებლად მიახლოვდებიან მიზნები.

. მე გადავედი მეტ ქმედებებზე. ადრე ძალიან დიდ დროს ვანდომებდი ფიქრს, დაგეგმვას. მერე საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა მიპყრობდა შეშები – „ვაი თუ?“  და ვანებებდი თავს. დავაკვირდი, რომ ახლა საქმე გამოდის უკეთესად.

. მე დავიწყე, საჭირო დროს იმის თხოვნა, რაც მჭირდება და უარი ვთქვი იმაზე რაც არ მჭირდება. თან ამ დროს არ ველოდები ვინმე გამიგებს ან ვერ გამიგებს.. გავხდი შთაგონებული და შესაბიამისად თამამი.

. გარემოები ისე ლაგდება ზოგჯერ ვერ ვასწრებ  გასაკეთებელს, მიუხედავად იმისა რომ ვდგები 5 -6 სთ-ზე. მე მაინც ვარ მშვიდად და ვაკეთებ საქმეს სიამოვნებით, სიყვარულით და მინიმალური ძალისხმევით. თვალნათლივ ვხედავ პროგრესს.  ადრე თუ ვახდენდი რეაგირებას მხოლოდ იმის მიხედვით, თუ რა მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, ახლა შევამჩნიე, რომ თავად შემიძლია რაღაც მოვლენების ფორმირება.

. რამდენი საინტერესო ნაცნობობა შედგა ამ ხნის მანძილზე! მე გაოცებული ვარ იმით, რომ ადამიანებს ვეცნობი ქუჩაში, გამოფენებზე, მაღაზიებში, ლიფტში, სოციალურ ქსელებში და სადაც კი ეს არის შესაძლებელი. მე ახლა არ მაქვს  კომუნიკაციის პრობლემა.

. ვარ ნაკადში. ბევრი რამე მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ადრე, რა სურვილიც არ უნდა გამომეთქვა და მიზანი დამესახა არაფერში მიმართლებდა ან მჭირდებოდა მისაღწევად დიდი ძალისხმევა. როცა გავიაზრე სამყაროს ერთ-ერთი კანონი მიზიდულობაზე, თანაც   წავიკითხე:   პასუხისმგებლობა – ეს არის გამოეხმაურო იმას, რასაც ცხოვრება გთავაზობს სწორედ ახლა (responsibility = ability to respond).  ადრე, ნამდვილად არ მესმოდა რას ნიშნავს, როცა ცხოვრება რაღაცას გთავაზობს ახლა და ამ წუთას. ვამბობდი, რომ ცხოვრება არაფერსაც არ მთავაზობს და საერთოდ, სისულელეა ეს ყველაფერი…

აღმოჩნდა, ყველაფერი გაცილებით მარტივია – კონტროლის გაშვება და წინასწარ რამის ცოდნისგან განთავისუფლება –  ვუშვებ მოლოდინებს, რადგან მას მიაქვს ჩემი სასიცოცხლო ენერგია და ბლოკავს უკეთეს შესაძლებლობებს.

– მოსახდენი მოხდება ჩემთვის ყველაზე საუკეთესო ფორმით.

– მე შევიგრძენი სიცოცხლის ნაკადი, მასში მიმდინარე გამუდმებული ცვალებადობით და ვეხმიანები იმას, რასაც მთავაზობს ცხოვრება ამ წუთას და ამჟამად!❤

…და თუ რამეს ვაკეთებ, ვაკეთებ მხოლოდ უპირობო სიყვარულით!

 

სიყვარულით და თქვენს შესაძლებლობებში რწმენით

დანიშნულების ქოუჩი თამარ კვარაცხელია

P.S. მოგეწონათ თემა გაუზიარეთ ის მეგობრებს.

მე კი მადლობას გიხდით ბლოგზე სტუმრობისთვის.

თემა მომზადდა http://woman-universe.com მიხედვით

წყარო: https://zrda.wordpress.com/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment