fbpx

“თუ სხვებმა შეძლეს, შეგიძლიათ თქვენც!”…

ავტორი ჟოლო
2.4K ნახვა

არსებობენ ადამიანები, რომლებიც არასოდეს ეგუებიან არასასურველ მდგომარეობას, უიღბლობას, წარუმატებლობას ან რაიმე მარცხს და მიუხედავად რთული ცხოვრებისა, ისინი ყოველთვის ეძებენ გამოსავალს და განაგრძობენ ბრძოლას უკეთესობისთვის.

რა უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენც მებრძოლი ადამიანების კატეგორიას მივეკუთნებოდეთ?

გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული 25 ციტატა, გატესტეთ თქვენს ცხოვრებაში თითოეული მათგანი და თავად დარწმუნდით, რომ თუ სხვებმა შეძლეს, შეგიძლიათ თქვენც!

  1. ”ჩემს კარიერაში 9000-ზე მეტი გასროლა ავაცდინე მიზანს, წავაგე 300-ზე მეტი მატჩი და 26-ჯერ ვერ გამოვიყენე ჯარიმა, რომელიც თამაშის ბედს წყვეტდა. ცხოვრებაში ძალიან, ძალიან ბევრჯელ დავმარცხებულვარ და სწორედ ამიტომაა, რომ დიდ წარმატებას მივაღწიე.” მაიკლ ჯორდანი
  1. ”მე არ დავმარცხებულვარ, უბრალოდ ვიპოვე 10 000 მეთოდი, რომლებიც არ მუშაობს.” თომას ედისონი
  1. ”გაჩერება შეიძლება მაღლა ასვლისას, მაგრამ არა ვარდნის დროს.” ნაპოლეონ ბონაპარტი
  1. ”ყოველ დამარცხებასა და ტკივილში არის მარცვალი, რომელიც უფრო მეტ სარგებელს იძლევა, ვიდრე დანაკარგია.” ნაპოლეონ ჰილი
  1. ”ის ვინც ბრძოლას წყვეტს ვერასოდეს იმარჯვებს, გამარჯვებულები კი არასოდეს წყვეტენ ბრძოლას.” ნაპოლეონ ჰილი
  1. ”გაკვეთილი, რომელიც მივიღე და რომელსაც ყოველთვის ვითვალისწინებ მდგომარეობს შემდეგში „უნდა ეცადო, ეცადო და ისევ ეცადო – და არასოდეს არ დანებდე.” რიჩარდ ბრენსონი
  1. “რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში მიდიხართ წარმატებისკენ, მით უფრო ახლოსაა იგი თქვენთან. ძალიან ბევრი, თავს ანებებს საქმეს მაშინ, როცა გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი, დაიმახსოვრეთ, ამ ნაბიჯს სხვები გადადგამენ.” ნაპოლეონ ჰილი
  1. ”ზოგჯერ შეიძლება ვერ გავიმარჯვოთ, მაგრამ ერთ დღესაც აუცილებლად ვიტყვი: მე ეს შევძელი.” უცნობი ავტორი
  1. ”ყველაზე სასიამოვნო გრძობაა, როდესაც გაიმარჯვებ მაშინ, როცა ყველას ეგონა, რომ საბოლოოდ დამარცხდი.” უცნობი ავტორი
  1. ”არ მისცე უფლება შიშს, გამარჯვების სიხარულზე ძლიერი იყოს.” უცნობი ავტორი
  1. ”ზოგჯერ მოიგებ, ზოგჯერ ისწავლი, მთავარია გააგრძელო მცდელობა!” უცნობი ავტორი
  1. ”რაც არ უნდა ხშირად მარცხდებოდე, გახსოვდეს რატომ დაიწყე ბრძოლა.” უცნობი ავტორი
  1. ”ნუ გეშინია მარცხის, გეშინოდეს იმის, რომ შემდეგ წელსაც ისევ იქ იქნები, სადაც დღეს ხარ.” უცნობი ავტორი
  1. ”ყველაფრის ბოლოს ხვდები, რომ დამარცხება უბრალოდ შესაძლებლობაა, რომ უფრო ჭკვიანურად დაიწყო თავიდან.” ჰენრი ფორდი
  1. ”ბრძოლის მოსაგებად საუკეთესო მასწავლებელი შენი წარსული შეცდომებია.” უცნობი ავტორი
  1. ”რაც უფრო რთულია ბრძოლა, მით უფრო დიდია ტრიუმფი.” ტონი რობინსი
  1. ”შენ დაიბადე გამარჯვებისთვის და არა მარცხისთვის.” უცნობი ავტორი
  1. ”წარმატებული ადამიანები არ მარცხდებიან, ისინი ან იგებენ, ან სწავლობენ.” უცნობი ავტორი
  1. ”თუ არ მუშაობს გეგმა ‘’ა’’ ანბანში კიდევ 32 ასოა.” უცნობი ავტორი
  1. ”არ შეწყვიტო, როცა დაიღლები, შეწყვიტე, მხოლოდ მაშინ, როცა დაასრულებ.” უცნობი ავტორი
  1. ”არ გაბედო სიკვდილი, სანამ ცოცხალი ხარ.” უცნობი ავტორი
  1. ”მთავარი ის, კი არა არის რამდენჯერ დავეცემით, არამედ რამდენჯერ წამოვდგებით. უცნობი ავტორი
  1. ”მომავალი მაინცდამაინც არ გამომდინარეობს წარსულისგან, ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია თავიდან დაიწყო.” უცნობი ავტორი
  1. ”დაცემა შემთხვევითობაა, ძირს დარჩენა კი არჩევანი.” უცნობი ავტორი
  1. ”ის ვინც დაეცა და წამოდგა ბევრად უფრო ძლიერია მასზე, ვინც არასოდეს დაცემულა.” უცნობი ავტორი

და ბოლოს

თქვენ იცით, მაგრამ შეგახსენებთ, რომ …ვისაც არასოდეს განუცდია მარცხი, წარმატების მიღწევა გაუჭირდება…და თუ თქვენ, დღეს წარუმატებლად თვლით თავს, მაშინ გილოცავთ, პირველი ტესტირება უკვე გავლილი გაქვთ და აქამდე მიღებული თითოეული მარცხი, არის სწორედ ის გზა, რომელმაც უნდა მიგიყვანთ სასურველ გამარჯვებამდე.

გისურვებთ წარმატებას!

მარიამ შარიქაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment