fbpx

„თავგანწირვისთვის მადლობას მაინც არავინ გეტყვის!!“ – თამარ ივერი

ავტორი ჟოლო
43 ნახვა

თამარ ივერი იმ ქალებზე საუბრობს, რომლებიც შვილების უკეთესი მომავლისთვის უცხოეთში გადაიხვეწნენ, მაგრამ ამაგი არ დაუფასდათ. „სახლიდან ფეხი არ გაადგათ“- ამ სიტყვებით მსოფლიოში აღიარებული მომღერალი იმ ქალებს მიმართავს, რომლებიც ოჯახის სარჩენად უცხოეთში წასვლაზე ფიქრობენ.

თამარ ივერი: „აი,ეს არის უცხოეთიდან ოჯახზე დამხმარე და “დამფოფინე” ქალების 80%ის ხვედრი. ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენ რომ საკუთარი ოჯახისთვის მეწველი ძროხა და “лишный рот”(ზედმეტი პირი) ხდები. ვიცი რომ ბევრს გამოელია ქანცი/ძალა, დაბრუნება სურდა მაგრამ ოჯახი ეუბნება:”სად ჩამოდიხარ, ჩვენ ძლივს ვირჩენთ თავს… ისევ შენი გროშებით გვიდგია სული….კიდევ იმუშავე, გთხოვთო”
ასე რომ, ჯობია, სახლიდან ფეხი არ გაადგა, ისევ იმ გადედლებულ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს აიძულო თუნდაც კაპიკების ოჯახში შემოტანა და სამაგიეროდ შენს დონეზე, “საყვარელ დედიკოდ” დარჩე. თავგანწირვისთვის მადლობას მაინც არავინ გეტყვის!!“

მსგავსი სტატიები

Leave a Comment