და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, მგონია, რომ ყოველი დღე, ყოველი წუთი, ყოველი წამი, ყველა ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა – ძალიან ძვირფასი და განუმეორებელია.
* როდესაც ადამიანი აცნობიერებს სიცოცხლეს როგორც მისტერიას;
* როდესაც ადამიანი აცნობიერებს, რომ ყველა მისი ახლობელი ადამიანი მისი ახლობელია და არა მოვალე;
* როდესაც ადამიანი აცნობიერებს, რომ სიყვარული ეგოიზმისგან განსხვავებით გამცემია და არა მომთხოვნი;
* როდესაც ადამიანი იწყებს იმ წარმოსახვითი „რაღაცეების“ ხელიდან გაშვებას, რომლის წარმოსახვითი ბღაუჭი ჯოჯოხეთურად ღლის;
* როდესაც ადამიანი იწყებს მცირედით ტკბობას და არ ელოდება „რაღაცის“ მიღწევსა თუ მოპოვებას, რომ „ცხოვრება დაიწყოს“.
ამ ყველაფრის შემდეგ ცხოვრება გაცილებით ჰარმონიული და სიხარულით სავსე ხდება.
გახადეთ თქვენი ცხოვრება ჰარმონიული და სიხარულით სავსე – ეს ახლავე, უბრალოდ ერთი ჩასუნთქვითა და ამოსუნთქვით შეგიძლიათ გააკეთოთ!
ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ
რამაზ გიგაური