fbpx

ანსამბლი „შუახევი“ სტამბოლის აეროპორტში და უცხოელების ემოცია (ვიდეო)

ავტორი ჟოლო
76 ნახვა

ისრაელში მიწვეული  ხალხური სიმღერის ანსაბლი „შუახევი“ ქალაქ თელავივში ჩასვლამდე  სტამბოლის აეროპორტში ამღერდა და უამრავთა აღტაცებაც დაიმსახურა. 

„ღიმილიანი სახით მიდიოდნენ და მომღერლებს მადლობას უხდიდნენ, მეც მოშორებით ვიყავი და სიმღერამ მიმიყვანა იქ “- გვიყვება ამ მოულოდნელი შეხვედრის შესახებ სტამბოლის აეროპორტში მყოფი ერთ-ერთი ქართველი მგზავრი.

როგორც მოგვიანებით შევიტყვეთ ეს ემოცია ანსამბლმა „შუახევმა გამოიწვია“. „ჟოლო“ შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორს ვახტანგ ბერიძეს დაუკავშირდა. 

ვახტანგ ბერიძე: „ქართული ხალხური სიმღერა ოდითგანვე ხელიდან ხელში, გულიდან გულში გადადიოდა… შემქმნელს, გადამცემს და მიმღებს – ყველას თანაბარი სიამაყით ავსებს და აძლიერებს… ამის კარგი მაგალითი იყო ანსამბლ „შუახევის“ სტამბულის აეროპორტში მოგუდული სიმღერის წამოწყება, რამაც იქ მყოფ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებში, იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა რომ საბოლოო ჯამში კონცერტის სახეც მიიღო. მადლობებს იხდიდნენ, ერთ-ერთი რუსი მგზავრიც იყო მათ შორის, მოვიდა და გვითხრა –  დიდი ხანია ასე პროფესიულად შესრულებული სიმღერა არ მომისმენიაო “.

[ot-video type=”youtube” url=”https://www.youtube.com/watch?v=Oqm4YzTuXxw&feature=youtu.be”]

მსგავსი სტატიები

Leave a Comment