„ასე კარგად ქმარს რომ მოვექცე, უნდა იმსახურებდეს” – იყო ქალბატონის კომეტნარი ერთ-ერთ თემაზე.
გულწრფელობა – არის ყველაზე კარგი თვისება, რომელიც ადამიანს ანთავისფლებს უვარგისი, ზედმეტი აზრებისაგან, ფიქრებისგან და შეხედულებებისგან. გულწრფელობა, ჩემთვის შინაგან თავისუფლებასთან ასოცირდება. სიმართლეს თვალებში რომ ჩახვედოთ – „კარგად იქცევით“ არა ვინმეს გულისთვის (ქმარი ან მეგობარი…), არამედ საკუთარი თავისთვის. აღიარეთ ეს ფაქტი.
გარშემო არსებული რელობა, გარემოებები და ადამიანები ჩვენი გონების პროექციაა. ჩვენი ცხოვრება, ჩვენი სარკეა და მასში აირეკლება ჩვენში არსებული შინაგანი, გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი, პროგრამები.
როდესაც ხელს იშვერთ სხვისკენ, ამ შემთხვევაში – ქმრისკენ ან მეგობარისკენ, დაუსვით თავს შეკითხვა – ის თუ არ მომწონს, მაშინ ვინ მომწონს? თუ უკეთესს ვიმსახურებ, რატომ არის დღეს „ის“ ჩემ გვერდით? რა თვისებები მაქვს ისეთი, რის გამოც მოვიზიდე ზუსტად ეს ადამიანი? რა თვისებები უნდა მქონდეს, რომ ხვალვე ხელი მთხოვოს „ ცხენზე ამხედრებულმა პრინცმა“? თქვენ ხომ ძალიან კარგად გესმით, პრინცი არ დაქორწინდება გოგოზე რომელსაც აქვს უამრავი კომპლექსი, უბედურია, უმადურია, წუწუნებს, ვერ იტანს თავს, თავის ცხოვრებას, სავსეა „ფობია-მანიებით“ და თავში დაუდის უთვალავი „მაჯლაჯუნები“. როდესაც, მენტალური და ემოციური პროგრამა დავირეუსებულია, ვინ გაწმინდავს? პრინცი? თქვენ კი გინდათ ასე მოხდეს, მაგრამ მეტი სქმე არ აქვს. პრინცი სხვა ცხოვრებით ცხოვრობს. უბრალოდ, მას ვერ მოიზიდავთ! გასუფთავებას ახდენთ თქვენ, თქვენი სარკე და მასში ანარეკლი (ქმარი ან მეგობარი ბიჭი…). დაფიქრდით და უპასუხეთ: განა მანქანის ტარებას სწავლობენ ლამბორჯინზე ან ბუგატზე ან პორშეზე?
ზემოთ ვახსენე, დავირუსებული პროგრამები. რას ვგულისხმობ?
ადამიანში არსებობს შიდა პროგრამები. ეს ის პროგრამებია, რომელიც მას არა აქვს გააზრებული – ვერ ხედავს ან არ იღებს, რკინის ფარდა აქვთ ჩამოფარებული და ცნობიერისთვის მიუწვდომელია. მის დასანახად სჭიროა სარკე. სხვები (ადამიანები და მოვლენები) სარკეში ამ პროგრამის ანარეკლს წარმაოდგენენ.
ასე, რომ როდესაც გავიფიქრებთ „თუ კარგად მომექცევა, მეც კარგად მოვექცევი“- დავფიქრდეთ, თუ კი ის ცუდად მექცევა, როგორ მინდა რომ მექცეოდეს? სად ვექცევი საკუთარ თავს ან სხვას ანალოგიურად? ანარეკლი ხომ შინაგანი პროგრამული უზრუნველყოფიდან გამომდინარე გვაჩვენებს? როგორ ვიპოვი ჩემში ის, რაც მასში არ მომწონს? როგორ შევცვალო გამოსახულება? მოვახდინო კორექტირება ან სრულად ახლი, პროგრამული უზრუნვეყოფა ჩავწერო?
შემდეგ თემაში ვისაუბრებთ რა სახით აირეკლება შინაგანი სამყარო გარე სამყაროში:
იცით თუ არა, ვის აირეკლავთ გარე სამყაროში?
თუ მოგეწონათ თემა, გააზიარეთ მეგობრებს.
წარმატებები!
ინდივიდუალური ქოუჩ-სესიები: http://kvaratskhelia.pro