fbpx

„ გამოსავალი არსებობს “ …

ავტორი ჟოლო
85 ნახვა

ჩვენს უარყოფით განვლილ ცხოვრებაზე, უარყოფით ნაფიქრზე, უარყოფით ქცევაზე, ქმედებაზე და აგრესიაზე, აუცილებლად ვაგებთ პასუხს.

ერთადერთი შველა, მიხვდე ყველა შენს შეცდომას და დანაშაულს. როგორც კი საკუთარ თავთან აღიარებ იმ უარყოფით საქციელს, რაც ცხოვრების მანძილზე ჩაიდინე, დიდ შვებას იგრძნობ და განთავისუფლდები.

განსაცდელის დროს ხშირად ამბობენ ადამიანები, ნეტა ისეთი რა დავაშავე ასე რომ ვისჯები, სიკეთის მეტი არაფერი გამიკეთებიაო.

აუცილებლად დაგიშავებია:
შენს გამო იტირეს, ინერვიულეს, განსაცდელში ჩააგდე, ზურგს უკან ილაპარაკე ცუდი, გულზე გახეთქე, გალანძღე და იჭორავე, საიდუმლო ვერ შეუნახე, სამაგიერო გადაუხადე, შეგშურდა, მოპარე, მოატყუე, დააზარალე, დაამცირე, შეზღუდე და შეაშინე.

ჩვენს მიერ გაკეთებული სიკეთით, ბოროტება არ ანულირდება.

რთულია, მაგრამ გამოსავალი არსებობს. თავმდაბლობა, ბოდიში, სითბო, კეთილგანწყობა და სუფთა ფურცელი.

გიორგი ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment