fbpx

„გვერდიგვერდ ვიქნევდით ნიჩბებს საყურიანი ლგბტ– ები და გრუზინები, პლანის მოყვარულები და ღვინის მოყვარულები“

ავტორი ჟოლო
36 ნახვა

„ძარღვების ტკივილამდე ვიგრძენით თბილისი“ – წერს სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი მოხალისე ინგა ფირცხალაიშვილი, რომელიც სხვებთან ერთად უმკლავდებოდა სტიქიის შედეგებს…


ინგა ფირცხალაიშვილი:

ემოციით სავსე დღის ბოლოს

„უცნაური ხალხი ვართ ქართველები, დღეს ბევრი ვნახეთ, ბევრი გავიგონეთ, ბევრი ემოცია მივიღეთ, ბევრი ემოცია გავეცით, არსებული მთარობა უნიათობისთვის ვლანძღეთ, ყოფილი მთავრობა დაუდევრობისთვის.

ცოტა ერთმანეთიც ვლანძღეთ, სელფებისთვის, არათემატური პოსტებისთვის, ცხოველების შეცოდებისთვის, თუ შეუცოდებლობისთვის, ოღონდ სუუულ ცოტა, სუულ ცოტა ვიკამათეთ და მაინც ერთად ვიდექით, ერთად ვიტირეთ, ერთად დავეხმარეთ.

 

ერთად გვიყვარდა ტალახში ამოსვრილი მინისტრი და შეშინებული ბეჰემოთი. ერთად დავიტირეთ წყალწაღებული ლამაზი დები და ტყვიით მოკლული თეთრი ლომის ბოკვერი…

 

გვერდიგვერდ ვიქნევდით ნიჩბებს საყურიანი ლგბტ – ები და გრუზინები, პანკები, ბაიკერები, პლანის მოყვარულები და ღვინის მოყვარულები, ნაცისტები და შავკანიანებიც კი, თურმე გვყვარებია ერთმანეთი, თურმე გვეძვირფასება ერთმანეთი…

 

გვეწყინა, სახლში წადითო რომ გვითხრეს. სახლში რა გაგვაჩერებდა? სახლში რა მოგვასვენებდა?…

 

ვწუხდით, გულწრფელად ვწუხდით ორიოდე დღით ამაღლებული “ლამაზ ქალაქელები”… 

ძარღვების ტკივილამდე ვიგრძენით თბილისი… ჩვენი თბილისი“….

 

წყარო: „ნიუპოსტი“

მსგავსი სტატიები

Leave a Comment