აიყოლია, წააქეზა და დაღუპა.
ნდობა – იშვიათი თვისებაა, ადამიანის თვისებებს შორის.
სანდო – ღვთისგან დაჯილდოებულია.
თუ ყურადღებით დააკვირდები, ადვილად ამოიცნობ სანდო ადამიანს. – ის თავმდაბალია, არასოდეს არ აქეზებს მეორეს, არავის არ პირდება ერთგულებას. არასოდეს არ ამტკიცებს თავის კეთილშობილებას.
მოიპოვა ნდობა, დააჯერა ერთგულებაში, შუა გზაში მიატოვა და დაღუპა.
გულუბრყვილო ადამიანი თავის თავის მტერია.
ის მსხვერპლია, არასანდო ადამიანის.
ზოგმა თავადაც არ იცის, რომ არასანდოა.
იმასაც ვერ ხვდება, ვინ არის სანდო.
ორი არასანდო ადამიანი დამეგობრდნენ.
,,მკვდარი მკვდარს აეკიდა, სამარემდე მიმიყვანეო”
ნდობა დაკარგული ადამიანი უფსკრულშია გადაჩეხილი, ის შოკისგან ვერ აცნობიერებს რა ხდება მის თავს.
რამდენს ენდობი?
რამდენი გენდობა?
ამ უბრალო კითხვებით მიხვდები ყველაფერს.
დათვალე ერთგული ადამიანები.
რაც უფრო მეტ ადამიანს აღმოაჩენ შენს ირგვლივ, ვის ენდობი და ვინ გენდობა, მით უფრო ძლიერი პიროვნება ხარ და სწორად ცხოვრობ.
სანდო ადამიანი კეთილია, რომელიც არასოდეს არ მიგანიშნებს თავის გაკეთებულ სიკეთეზე.
ჭეშმარიტად კეთილმა ადამიანმა არც კი იცის, რომ ის კეთილია, მან მხოლოდ ის იცის, რომ ადამიანები უნდა გააბედნიეროს.
ჭეშმარიტ კეთილი ადამიანი მადლიაერებასაც არ ელოდება.
მდლიერება ცალკე ნიჭია ღვთისგან ბოძებული.
უმადური არასანდოა.
უმადურმა, არასანდო აიყოლია, წააქეზა და დაღუპა.
დააკვირდი, ისწავლე და გაიაზრე, ვისი უნდა გჯეროდეს, ვის უნდა ენდო და ვისგან უნდა მიიღო სიკეთე.
გიორგი ჯაჯანიძე