24
ევან მაკგრეგორს მაყურებელი სულ მალე ახალ ისტორიულ დრამაში იხილავს. ფილმი “ბოლო დღეები უდაბნოში” მოგვითხრობს იესოს უდაბნოში ლოცვასა და შიმშილში გატარებულ ორმოც დღეზე, როდესაც ის ეშმაკს ებრძვის. ევან მაკგრეგორი იესოს მაცდუნებელ ეშმაკსაც თავად განასახიერებს. ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი როდრიგო გარსიაა. ოპერატორი კი “ოსკაროსანი” ემანუელ ლუბეცკი. ფილმში ასევე მონაწილეობენ: ტაი შერიდანი, სუზენ გრეი, კირან ჰაინდსი და აილეტ ზურერი.
ფილმის პრემიერა “სანდენსის” ფესტივალზე უკვე გაიმართა და საკმაოდ კარგი შეფასებები დაიმსახურა. ფილმის ამერიკული პრემიერა ცამეტ მაისს გაიმართება.