ჩვენს ირგვლივ ბევრი ადამიანია, რომელიც, ჯერ კიდევ სიყვარულის ვერ (არ) პოვნასა და მოლოდინშია. ამ რეალობის ასახსნელად კი რიგ მიზეზებს ასახელებენ, არადა ავიწყდებათ:
— სიყვარული კი არ უნდა ეძიო, არამედ ის ზღუდეები იპოვო, რომლებიც მის წინააღმდეგ აღმართე საკუთარ თავში.” (რუმი)
„ზოგჯერ იმხელა ბარიერს აღვმართავთ, საკუთარ თავსაც ვეღარ ვხედავთ. თუ საკუთარი თავი ვერ დავინახეთ და ვერ ვიპოვეთ, როგორ ვიპოვით სხვას, ან კიდევ სხვაში საკუთარ თავს?!
რამდენიმე დღის წინ ერთი ფილმი ვნახე. მეგონა საინტერესო რამ მელოდა წინ, ბოლოს კი იმედი გამიცრუვდა. მოკლედ რომ გითხრათ, ფილმის მთავარი გმირები არიან: ორი ქალი და ორი მამაკაცი. ამ გმირებიდან იქმნება 2 წყვილი, რომლებიც მთელი ფილმის მიმდინარეობის დროს ვერ გარკვეულან ვის რომელი ქალი(კაცი) უყვარს. ერთმანეთში ცვლიან პარტნიორებს, ღვრიან ცრემლებს, ფიქრობენ რომ შეცდნენ და ეს კი არა, მეორე უყვართ. მიდიან იმ მეორესთან, ხვდებიან რომ ის კი არა აი ეს უყვართ ვისგანაც წავიდნენ… ასე გრძელდება გრძნობათა დაუსრულებელი გაუკრვევლობა მთელი ფილმის განმავლობაში.
საბოლოოდ მივხვდი, რომ ეს სიუჟეტი სულაც არ არის უაზრობა და აბსურდი. ეს ჩვენი რეალობაა. ასეთები ვართ ადამიანები, არასდროს ვიცით რა გვინდა, ვინ გვინდა და ვისთან გვინდა ბედნიერება…
პრობლემა იმაშია, რომ ადამიანებს გვიჭირს და გვეზარება ფიქრი… გვეზარება ფიქრი საკუთარ გრძნობებზე, რომელმაც შეიძლება ძალიან ბედნიერები გაგვხადოს. მაგრამ, ზოგჯერ ვფიქრობთ ბევრს, იმდენად ბევრს, რომ ყველაფრის სურვილი გვიქრება. ბევრი ფიქრი ყოველთვის შობს ეჭვებს, შესაძლოა უსაფუძვლოსაც კი, რომელიც არასდროს მოგვცემს საშუალებას ვიყოთ ბედნიერები.
ბედნიერება სპონტანურ, წამიერ და არა ასჯერ გაზომილ ქმედებებში უნდა შეიგრძნო.
დაიჭირე ბედნიერების წამი!
იპოვეთ და გიყვარდეთ ერთმანეთი!“
ნია გუგუნავა