fbpx

უკანასკნელი ფოთოლი

ავტორი ჟოლო
638 ნახვა
potoli

ადაპტირებული ტექსტი

ნიუ-ორკში, დიდი სახლის ერთ პატარა ოთახში ორი მხატვარი მეგობარი ცხოვრობდა. ერთს სიუ ერქვა, მეორეს – ჯონსი. დებივით იყვნენ, ერთად ცხოვრობდნენ და ერთადაც მუშაობდნენ. შეკვეთებს იშვიათად იღებდნენ და ამიტომ ხშირად საჭმლის ფულიც არ ჰქონდათ. ცხოვრება მაინც უყვარდათ, უხაროდათ როცა მათი ნახატები ადამიანებს მოსწონდათ და თავს ყოველთვის ბედნიერად გრძნობდნენ.

ნოემბერი დადგა. გარეთ ძალიან აცივდა, ყოველდღე წვიმდა.

ერთ დღეს ჯონსი ავად გახდა. თავს ძლიერ ცუდად გრძნობდა. მაღალი სიცხე ჰქონდა, პირი უშრებოდა და თავი ძალიან სტკიოდა.

იგი მთელი კვირა ავადმყოფობდა.

ერთ დღეს ექიმმა სიუ იხმო: „მინდა რაღაც გითხრა, მოდი დერეფანში გავიდეთ.“

„სიუ შენი მეგობარი მძიმედაა ავად. წამლები ვერაფერს შველიან, რადგან სიცოცხლე აღარ უნდა. მითხრა, რომ ურჩევნია მოკვდეს. სიცოცხლე მობეზრებული ადამიანებისთვის კი წამლები უსარგებლოა.

სიუს ექიმი არ გაუცილებია. დერეფანში დარჩა და მწარედ ატირდა.

– სიუ, მოდი აქ – დაუძახა ჯონსმა.

– ახლავე ჯონსი, უკვე მოვდივარ – უპასუხა სიუმ.

ოთახში შესული სიუ აღარ ტიროდა, იგი მღეროდა.

– ექიმმა, რა გითხრა, სიუ? – ჰკითხა ჯონსმა.

– მითხრა, რომ რამდენიმე დღეში ყველაფერი გაივლის.

– არა, რამდენიმე დღეში მოვკვდები.

– ამაზე ნუღარ იფიქრებ და კარგად გახდები. ახლა კი ცოტა უნდა შეჭამო. გემრიელ წვნიანს მოგიმზადებ.

სიუმ წვნიანის მომზადება დაიწყო თუ არა, გაიგონა, ომ ჯონსი რაღაცას ითვლიდა.

საწოლთან მისულმა სიუმ დაინახა, ჯონსი ფანჯარას გაჰყურებდა და თვლას განაგრძნობდა.

„თორმეტი, თერთმეტი, ათი, ცხრა… რვა და შვიდი“.

სიუმ ფანჯარაში გაიხედა. უნდოდა გაეგო თუ რას ითვლიდა ჯონსი. გარეთ მხოლოდ ეზო და ქვის კედელი ჩანდა, რომელსაც ბებერი სურო სანახევროდ მოდებოდა. ხეს სულ რამდენიმე გაყვითებული ფოთოლი შერჩენოდა.

– ჯონს, რას ითვლი?

– ფოთლებს ვთვლი. გუშინ 19 ფოთოლი იყო, დღეს შვიდიღა შერჩენია. ეჰ! კიდევ ერთი მოწყდა. ექვსი დარჩა!

– კი მაგრამ, რატომ ითვლი?

– იმიტომ ვთვლი, რომ…  როგორც კი უკანასკნელი ფოთოლი მიწაზე დაეცემა, მოვკვდები.

– ჯონსი, ძვირფასო, ნუ ლაპარაკობ ასე.

– ასეა, სიუ, ვიცი, როგორც კი უკანასკნელი ფოთოლი ჩამოვარდება, მე მოვკვდები.

სიუს არაფერი უპასუხია. იგი ტიროდა,

დერეფანში გავიდა, იგი ჯერ კიდვ ტიროდა როცა მოხუცი ბერმანი დაინახა.

ბერმანიც მხატვარი იყო. ისიც იმავე სახლში ცხოვრობდა. სამოცს მიეღწია. არც ისე კარგი მხატვარი გახლდათ, თუმცა ყოველთვის ამბობდა, ”ბერმანს ყველანი დასცინიან, მაგრამ ბერმანი მაინც დიდი მხატვარია, ერთ დღესაც იქნება და უმშვენიერეს ნახატს დახატავს – მსოფლიოში საუკეთესოს.”

ბერმანი ხალხს არ უყვარდა, რადგან არც ბერმანს მოსდიოდა ისინი თვალში. ზრდილობითაც არ გამოირჩეოდა და ყველას დასცინოდა. ადამინები მასზე ფიქრობდნენ, რომ იგი ეგოისტია.

– რა გატირებს, გოგონი? – დანახვისთანავე შეეკითხა სიუს.

– ეჰ, ჯონსი მძიმედაა ავად, ექიმმა სთქვა, რომ წამლები ვერაფერს უშველის, რადგან სიცოცხელე აღარ უნდა და ბებერი სუროს ფოთლებს ითვლის.

– რატომ აღარ უნდა სიცოცხლე და ფოთლებს რატომ ითვლის?

– ჯონსი ფიქრობს, რომ როგორც კი ხეს უკანასკნელი ფოთოლი მოსწყდება, მაშინვე მოკვდება.

– და რამდენი ფოთოლი შერჩა ხეს, ახლა?

– მხოლოდ ერთი. და ვფიქრობ, ისიც ამაღამ მოწყდება.

– რა სულელია შენი ჯონსი – თქვა ბერმანმა და წავიდა.

გათენდა. ჯონსმა ფანჯარაში გაიხედა, სუროს უკანასკნელი ფოთოლი ჯერ კიდევ შერჩენოდა.

დაღამდა. სუროზე უკანასკნელი ფოთოლი ისევ ეკიდა.

– ო, სიუ, უკანასკნელი ფოთოლი ისევ ჰკიდია, რა სულელი ვიყავი, მთელი დღე ძლიერი ქარი ჰქროდა და საშინლად წვიმდა, ის კი ისევ ცოცხლობს, . აღარ მოვკვდები და ვიცოცხლებ!”

რამდენიმე დღის შემდეგ ჯონსი ექიმმა მოინახულო. მოუსმინა და უთხრა: ”ჩემო მეგობარო, უკვე კარგად ხართ და უფრო ბედნიერი –ვიდრე ბერმანი”.

– ბერმანი? რა დაემართა? – ერთდროულად იკითხეს გოგოებმა.

– არ იცით? ბერმანი გუშინ ღამით გარდაიცვალა.

– ბერმანი გარდაიცვალა?! კი მაგრამ რატომ?

– რამდენიმე დღის წინათ დილით, მეზობლებმა ეზოში იპოვეს. სულ მთლად სველი იყო და გაყინული. გვერდით კიბე ეგდო, იქვე – ყავისფერი და ყვითელი საღებავი. არავინ იცის რას აკეთებდა იგი ღამით. არავის უკითხავს. ხალხს არ უყვარდა იგი. ბებერი ბერმანი ეგოისტი იყო.

– სიუ სწრაფად წამოხტა და ფანჯარაში გაიხედა. ქვის კედელს დაბერებული სურო ეხვია, რომელსც ერთადერთი ყვითელი ფოთოლი შერჩენოდა. – უკანასკნელი ფოთოლი. სიუმ ფოთოლს დააკვირდა, მაგრამ რაც დაინახა ფოთოლი არ იყო. ნახატი გახლდათ, უმშვენიერესი ნახატი. მსოფლიოში საუკეთესო ნახატი, რომელის დახატვასაც მოხუცი ბერმანი ვერც კი წარმოიდგენდა.

ო. ჰენრი – “უკანასკნელი ფოთოლი”

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment