fbpx

რომელი უფრო ლამაზია სიმდიდრე თუ სიღარიბე?! (იგავი)

ავტორი ნინო გონგაძე
4.8K ნახვა

ერთხელ ერთმანეთს სიღარიბე და სიმდიდრე შეხვდა. ჩამოსხდნენ და საუბარი გააბეს. ამ ლაპარაკში შეკამათდნენ. იმდენი ხანი კამათობდნენ, ვერ გაიგეს, როგორ გაირბინა დღეებმა, თვეებმა… თანდათან ძალა ორივეს გამოელია. გზაზე მტკიცედ მომავალი კაცი დაინახეს და გადაწყვიტეს, ამ კაცს გასაუბრებოდნენ და მისგან მოესმინათ პასუხი მათ კითხვაზე. მიუახლოვდნენ და ჰკითხეს:

– მოხუცო, კარგა ხანია ვკამათობთ, ჩვენ შორის ვინ უფრო ლამაზია. ამიტომ ეს დავა შენ გადაწყვიტე და გვიპასუხე: ჩვენ შორის ვინ უფრო ლამაზია?

კაცი საგონებელში ჩავარდა. – სიღარიბეს რომ უთხრას, ლამაზი ხარო, მაშინ სიმდიდრე გაბრაზდება და მას დატოვებს.
სიმდიდრეს რომ იგივე უთხრას, მაშინ მასზე ჯავრს სიღარიბე იყრის. ამიტომ მოხუცმა იეშმაკა და უთხრა:

– გზაზე გაიარეთ, მე კი შორიდან დაგაკვირდებით და გეტყვით, რომელი უფრო ლამაზი ხართო.

სიღარიბემ და სიმდიდრემ სიარული დაიწყეს. ორივე ცდილობდა თავი წარმოეჩინა და მოხუცს მოსწონებოდა. დიდხანს იარეს. და ბოლოს მოხუცს მიუახლოვდნენ.

– აბა, ახლა რას იტყვი?
– აი, რას ვიტყვი: სიღარიბევ, საოცრად ლამაზი ხარ, როცა შეტრიალდები, ზურგს გვაქცევ და მიდიხარ. ამ დროს შენს ყურებას არაფერი სჯობს. შენ კი, სიმდიდრევ, მომაჯადოებელი ხარ, როცა ჩვენკენ სახით ტრიალდები და შესახვედრად მოდიხარ!

აი, ასე დაუსვა წერტილი კამათს მოხუცმა. მისმა სიბრძნემ ორივე კმაყოფილი დატოვა.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment