fbpx

ვიბრწყინოთ ერთად?

ავტორი ჟოლო
406 ნახვა

როცა პატარა, როგორც უწოდებენ, ღარიბ ქვეყანაში ცხოვრობ, რომელსაც უამრავი პრობლემა და დიიიდი გამოუყენებელი რესურსი აქვს…

და როცა ძალიან გინდა ეს ულამაზესი, უსაყვარლესი ერთიბეწვა ნაწილი დიიიდი დედამიწისა, შენი ერთადერთი სამშობლო ბედნიერი და აყვავებული იყოს, რა უნდა ქნა?

მე პოლიტიკაზე არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ ჩვენს მოქალაქეობრივ წვლილზე.

ვფიქრობ, პასუხისმგებლობა უნდა აიღო საკუთარ ცხოვრებაზე, არავის და არაფერს უყურო ხელებში და აკეთო ის, რაც სარგებელს მოუტანს რაც შეიძლება მეტ ადამიანს.

ეს არის პირველ, რაც საკუთარი თავისთვის და საკუთარი ქვეყნისთვის უნდა გავაკეთოთ. ჩვენს ქვეყანაზე ჩვენზე მეტად ვინმეს შესტკივა გული?

შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია, რომ კიდევ მნიშვნელოვანია ერთნაირად მოაზროვნე ადამიანები გაერთიანდნენ და დაეხმარონ საკუთარ თავს პირველ რიგში, მერე ერთამანეთს და მერე ქვეყანასაც.

ამიტომ გავადწყვიტეთ ველნეს აკადემიის ჯგუფის შექმნა.

ველნესის აკადემიას აქვს ამბიცია, რესურსი და დიდი სურვილი, თავისი წვლილი შეიტანოს:

1. ყოველი ადამიანის წინსვლაში, ვინც გვენდობა და გვიერთდება,

2. შესაბამისად, ბევრი ოჯახის წინსვლაში და აქედან გამომდინარე,

3. ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის ოდნავ მაინც გაუმჯობესებაში.

4. აღარაფერს ვამბობ, სამყაროზე

დარწმუნებული ვარ, თვითეულ თქვენგანს არანაკლები რესურსი გაქვთ იმისათვის, რომ ყველა ერთად უფრო ბედნიერ და მდიდარ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ.

მაშ რატომ არ გავაერთიანოთ ჩვენი შესაძლებლობები?

როცა ჩვენ ვვითარდებით, ვმუშაობთ საკუთარ თავზე, ვართ მაღალ ვიბრაციებში, ვაკეთებთ საყვარელ საქმეს, ვართ რეალიზებული – ჩვენ ვეხმარებით არა მხოლოდ საკუთარ თავს, ჩვენ უკეთესობისკენ ვცვლით მთელ ჩვენს სამყაროს.

როდესაც ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს აზრებს, ვიდეოებს, წიგნებს, ფილმებს, ვკონტაქტობთ ლაივებში ჩვენთვის საინტერესო თემებზე, სადაც ვეხმარებით ერთმანეთს, ვამხნევებთ, შემოვუძახებთ, აზრსაც გამოვთქვამთ, როცა გვკითხავენ, ვეხმარებით ასევე კონკრეტულ საქმეებში, ხელს ვუწყობთ თვითრეალიზებაშიც და თავისი საქმიანობის გაპიარებაში, მაშინ ყველა მივდივართ წინ.

თუ გინდა რომ იბრწყინო, იბრწყინე სხვებთან ერთადო, გვასწავლიან.

შემოგვიერთდით ველნესის აკადემიის ჯგუფში და ვიბრწყინოთ ერთად.

თამარ საგინაშვილი

https://wa.com.ge/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment