fbpx

„ვინ წარმოიდგენდა, რომ წამალი, რომელიც ვერ გავიყავით …“

ავტორი ჟოლო
36 ნახვა

მეგობარი (თანაკურსელი) გაგვიხდა ავად. დეფიციტური მედიკამენტები სჭირდებოდა და “ჩაშკას” მივაკითხეთ…
მოგვიბოდიშა, მე აღარ მაქვს, მაგრამ ვიცი კაცი, რომელსაც შეიძლება ჰქონდესო…
სასწრაფოდ გავეშურეთ მითითებულ მისამართზე, მაგრამ რამედნიმე წუთით დაგვაგვიანდა… ჩვენს თვალწინ გადაუხადეს ფული “ბარიგას”. ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ…
უკან გავეკიდეთ…
მშრალ ხიდთან დავეწიეთ და შევაჩერეთ…
– გაგვიყავით რა ძმურად. ერთ კვირაში მიწას გავხეთქავთ და ვიშოვით. არ დაგაღალატებთ ძმაო. ორივეს გადავარჩენთ – ეხვეწებოდა დავითი უცნობებს.
– შენ შიგ ხომ არ გაქვს?! – იყვირა ერთ ერთმა ახალგაზრდამ და მანქანიდან გადმოხტა…
ერთმანეთი ლამის ცემაში დავხოცეთ…
მთელი ღამე მილიციაში გვაყურყუტეს…
მოერე დღეს დილით გაგვანთვაისუფლეს და “სარაზბორკო სტრელკა”-ც დავნიშნეთ. საღამოს, გვიან, ხილიანზე ვაპირებდით საქმის გარჩევას…
შუადღე გადასული იყო, როცა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მანანას მივაკითხეთ… სიკვდილივით მიმძიმდა ხელცარიელს პალატაში შესვლა…
კარი გავაღე და რამდენიმე წამი, გაგოგნებული ვუყურებდი ადამიანებს, ვისთანაც იმ საღამოს სამკვდო-სასიცოცხლო ომი გველოდა…
ვინ წარმოიდგენდა, რომ წამალი, რომელიც ვერ გავიყავით ერთი ადამინისთვის გვინდოდა…
იმ ღამეს, რესტორან “აფხაზეთში” მანანს და ჩვენი გადარჩენის სადღეგრძელოს ხელიხელ გადახვეულები ვსვამდით.

პ.ს. ისინი, მანჩოს ბიძაშვილები აღმოჩდნენ

სულა სულაშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment