1)რა არის სიგიჟე, თუ არა სურვილისა და ძალის სიჭარბე?
2)გული ყველაზე კარგი წინამძღოლია.
3)საზოგადოებრივი აზრი? — ეს ხომ ყოველ მეძავ ქალზე გარყვნილი არსებაა!…
4)ამ ქვეყანაზე არაფერია სრულყოფილი, გარდა უბედურებისა.
5)თუ ქალი არავის ნებდება, სურს ყველა შეინარჩუნოს.
6)მე მირჩევნია ჩემი სატრფო საფლავში იწვეს, ვიდრე მეტოქე ქალის ლოგინში.
7)მთელი სიცოცხლე სიყვარულის ერთ წუთშია მოქცეული.
8)მამაკაცს ნამდვილი უპირატესობა ეძლევა, როცა მისი შეუპოვრობით აფორიაქებული ან შეშინებული ქალის გონების დაპყრობას ახერხებს.
9)იმაზე ცუდი არაფერია, როცა შენს ნაკლს სხვას გააგებინებ, ამით შეიძლება ქორწილიც კი ჩაგეშალოს.
10)თავმდაბლობა სხეულის სინდისია.
11)ხანდახან ქალი კეკლუცობაში მეტ სიამოვნებას ჰპოვებს, ვიდრე სიყვარულში.
12)მართალს ამბობენ, რომ არაფერია უფრო ლამაზი, ვიდრე იალქნებგაშლილი ფრეგატი, გაჭენებული ცხენი და მოცეკვავე ქალი.
13)პატიოსნება, ნაწილ-ნაწილ არ იყოფა: იგი ან გაქვს, ან არა გაქვს.
14)აზრების წამალიც არსებობს, ეს მათი განხორციელებაა.
15)ჯაშუშები უსქესოები არიან.
16)იქნებ სიყვარული განცდილი სიამოვნებისთვის მადლობის გრძნობაა და სხვა არაფერი.
17)ცრემლები ისევე გადამდებია, როგორც სიცილი.
18)მგლოვიარობა გულშია და არა ტანსაცმელში.
19)ძუნწებს არ სწამთ მომავალი ცხოვრება, მათთვის ყველაფერი აწმყოშია.
20)მხოლოდ უმანკოებას აქვს სიმამაცე. გამობრძმედილი სათნოება კი ისევე ანგარიშიანია, როგორც ბიწიერება.
21)ადვილია დაჯდე და დააკვირდე, აი ადგომა და მოქმედება კი ძნელია.
22)ძუნწის საკვები მხოლოდ ფულისა და ზიზღისგან შეგდება.
23)სიყვარული ერთადერთი გზაა, რომლითაც თვით ბრიყვებიც კი გარკვეულ ღირსებას აღწევენ.
24)სიძუნწე იქ იწყება, სადაც სიღარიბეს ბოლო ეღება.
25)ბედი არასოდეს არ უღიმის არც სულელებს და არც უნიჭოებს.
26)სადაც პატივმოყვარეობა იწყება, გულწრფელობას სწორედ იქ ეღება ბოლო.
27)რა ადვილია ვინმეს მიანიჭო ბედნიერება, თუ ეს ბედნიერება არაფრად გიჯდება.
28)ბედნიერი ცხოვრების მოლოდინში გონება ჩლუნგდება, სული ითრგუნება.
29)ყველაფრის მიმართ გაბედულება უნდა გამოიჩინო, თუ გსურს ყველაფერი გქონდეს.
30)იქ სადაც ყველა კუზიანია, იყო გამართული – სიმახინჯედ ითვლება.
31)არავინ არ ხდება ქალის მეგობარი, თუ მას შანსი აქვს, მისი საყვარელი გახდეს.
32)სიმართლე მწარე წამალია – არ გესიამოვნება, მაგრამ მოგარჩენს!
33)თუ იცი, რატომ გიყვარს, ესე იგი არ გიყვარს.
34)გიყვარდეს ის, ვინც გირჩევს და არა ის, ვინც გაქებს.
35)ხალხის მართვა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ის სულელია.
ონორე დე ბალზაკი