84
ორმოცი წლის ასაკიდან თმა ჭაღარავდება და ამით გვამცნობს, რომ უკვე სიჭარმაგეში შევაბიჯეთ. ნაადრევი ჭაღარა ზოგჯერ ოცი წლიდანაც შეინიშნება. მაგრამ ეს მემკვიდრეობითია და ბევრ ახალგაზრდას, განსაკუთრებით ქალებს, გუნებას უფუჭებს, თან საფიქრალსაც უჩენს.
გაჭაღარავება არცერთ ასაკში არ არის სასიამოვნო, ჭაღარის გაჩენის მიზეზი ნერვული სისტემისა და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციების დარღვევები, ვიტამინების ნაკლებობა და ქრონიკული გადაღლაა.
ამ პროცესის შეჩერება შესაძლებელია დიეტით. საკვებში დიდი ოდენობით უნდა იყოს B ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც ძროხის ღვიძლსა და ხორბლის მარცვალშია თავმოყრილი.