fbpx

მანდარინი- ხილი საოცარი სამკურნალო თვისებებით

ავტორი ნინო გონგაძე
480 ნახვა

მანდარინს საოცარი სამკურნალო თვისებები გააჩნია. მისი ქერქიც კი სასარგებლოა. რბილობი შეიცავს შაქარს, ლიმონმჟავას, ვიტამინებს. მანდარინის წვენი დიეტური და სამკურნალო სასმელია. მისი მიღება ზამთარში ზრდის სხეულის წინააღმდეგობას სხვადასხვა დაავადებებზე, ამ ხილს აქვს უნარი გაზარდოს მადა და გააუმჯობესოს ნივთიერებათა ცვლა. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისათვის და ავადმყოფი ადამიანებისათვის.

მაღალი ტემპერატურის დროს მანდარინი კლავს წყურვილის გრძნობას;  გაციებისა და გრიპის დროს კი ხელს უწყობს ტემპერატურის დაწევას. მანდარინს იყენებენ ასთმისა და ბრონქიტების სამკურნალოდ. იგი გამოიყენება როგორც მატონიზირებელი, ზემო სასუნთქი გზების სამკურნალო საშუალება.

მანდარინი დიდი რაოდენობით შეიცავს ფენოლიკურ ამინომჟავას, რომელსაც ეწოდება სინეფრინი. ეს კარგად ცნობილი შეშუპების და შეგუბების საწინააღმდეგო საშუალებაა.

ბრონქიტებისა და ტრაქეიტების დროს ხველას არბილებს და ხელს უწყობს ამოხველებას მანდარინის გამხმარი კანის ნაყენი და ნახარში წყალზე (1:10); კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს, რომლებიც მიმდინარეობს ფაღარათით, ძალიან სასარგებლოა ცოცხალი მანდარინი და მისი ახლადგამოწურული წვენი. დიაბეტის დროს მანდარინის ქერქის ნახარში ამცირებს შაქრის დონეს სისხლში.

დამტკიცებულია, რომ მანდარინის მოხმარება მნიშვნელოვნად ამცირებს გულის დაავადებათა რისკს, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებასა და ქოლესტერინის დაგროვებას. სხვათა შორის, მანდარინისგან მაქსიმალური სარგებელის მისაღებად, სპეციალისტები გვირჩევენ, მივირთვათ იგი თეთრ ბადესთან ერთად – სწორედ ეს თეთრი ბადე შეიცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამაძლიერებელ გლიკოზიდებს.

მანდარინი შესანიშნავი ანტიდეპრესანტია. მის წვენს შეუძლი ნერვული სისტემის დამშვიდება და ორგანიზმის საერთო ტონუსის ამაღლება.

მანდარინის შიგთავსზე არანაკლებ სასარგებლოა მისი კანიც. მასში გაცილებით მეტი პექტინები, ეთერზეთები, ორგანული მჟავები და ფლავონოიდებია. აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია მისგან ცუკატებისა და ნაყენების გაკეთება.

მანდარინის წვენი გამოიყენება კანის დაავადების დროსაც. მუდმივად მოხმარების შემთხვევაში სახიდან აქრობს ლაქებს.

მანდარინის ახლად გამოწურული წვენი კლავს ზოგიერთი სახის სოკოს (ტრიქოფიტია, მიკროსპორია). სოკოთი დაზიანებული კანისა და ფრჩხილების სამკურნალოდ საჭიროა მრავალჯერადად იქნას შეზელილი მათში მანდარინის ნაყოფისა და კანისგან მიღებული წვენი.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment