fbpx

თუ გინდა ბედნიერი იყო ურთიერთობებში ….

ავტორი ჟოლო
123 ნახვა

ძალიან ადვილად გამოიცნობ საკუთარ თავს.
ზუსტად ისეთი ხარ, რასაც ფიქრობ სხვაზე.
უარყოფითი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, რომელთაც კარგად არ იცნობთ და თქვენთვის არაფერი დაუშავებია, ძალიან ცუდად მოქმედებს თქვენს აზროვნებაზე და მომავალზე. ეს არის ის ნეგატივი, რომელსაც დამანგრეველი მოქმედება აქვს თქვენს გრძნობაზე და სიყვარულზე.
ძალიან დიდი სიფხეზლე და სიფრთხილეა საჭირო ურთიერთობების დასაწყებად და განსავითარებლად.
არ შეიძლება ადამიანის შეცნობა, არ შეიძლება უთხრა ადამიანს, რომ მას ბოლომდე იცნობ, ვინაიდან ადამიანი ამოუცნობი ფენომენია და უნდა იყო ძალიან გამოცდილი და ბრძენი, რომ გაიგო კონკრეტული ადამიანის არსი.
დიდი შანსი გაქვს ჩაწვდე ადამიანის ბუმებას და ხასიათს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ზედმიწევნით იცნობ საკუთარ თავს, ზედმიწევნით იცი საკუთარი უარყოფითი და დადებითი თვისებები.
თუ გინდა ბედნიერი იყო ურთიერთობებში, დააკვირდი და შეისწავლე ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, დამოკიდებულებები, ბუნება და ხასიათი.
ურთიერთობებს მართავს ლიდერის თვისების ადამიანი. კომფლიქტის დროს თმობს ჭკვიანი.
ურთიერთობაში არ შეიძლება ეჭვი, მხოლოდ უნდა იყო ყურადღებიანი და ფრთხილი.
ერთი სიტყვით, თუ გაქვს პასუხისმგებლობა და ნებისყოფა, თუ ხარ პოზიტიური და მოსიყვარულე, ბედნიერი ხარ.

გიორგი ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment