რას მოაქვს წარმატება? სურვილს, შრომას, გეგმას… და ეს ყველაფერი გონებიდან მოდის. ალბათ გსმენიათ მიზიდულობის კანონის შესახებ, ანუ ადამიანები ვიზიდავთ ემოციებს, რომლებიც ჩვენს გარშემო ტრიალებს, ვიზიდავთ თავად წარმატებას თუ წარუმატებლობას. თუ ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ ახერხებთ მიაღწიოთ წარმატებას, ეს ნიშნავს, რომ თქვენ მას ვერ იზიდავთ.
და აი, 4 ფსიქოლოგიური მიზეზი, რაც წარმატების მოზიდვაში გიშლით ხელს:
აზრების დასტური – ვიდრე ფაქტი მოხდება, ჩვენ უკვე გვაქვს საკუთარი ჭეშმარიტება და ველოდებით დასტურს, რომ ჩვენი შეხედულება ნამდვილად სწორია. და… გასაოცარია, მაგრამ ეს ასეც ხდება. რა არის ეს სინამდვილეში? მხოლოდ ჩვენი აღქმა, ჩვენ მოვიზიდეთ უარყოფითი ენერგია, ის სიმართლე, რომელიც მხოლოდ ჩვენია და არა ის, რაც რეალურ ჭეშმარიტებასთან არის კავშირში.
შემთხვევითობა – ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორებმა დაადგინეს ასეთი რამ: თუ ადამიანს ერთი და იგივე რამ რამდენჯერმე შეემთხვევა ცხოვრებაში, თვლის, რომ ეს ყოველთვის ასე უნდა იყოს და წყვეტს ცდას, შეცვალოს ის უკეთესობისკენ.
მოლოდინი – იცით თუ არა, რომ მოლოდინს უდიდესი როლი აქვს შედეგის მიღწევის დროს. მოლოდინი ქმნის ემოციას, ემოცია კი პირდაპირ არის პასუხისმგებელი შედეგზე. თუ თქვენ გაქვთ წარუმატებლობის მოლოდინი – შედეგი წარუმატებლობა იქნება და პირიქით.
შერჩევითი კონცენტრაცია – ადამიანის ტვინი ხშირად უყურადღებობის გამო ახარისხებს ფაქტებს და შერჩევითად ახდენს მათ გამოყოფას, ეს კი იწვევს იმას, რომ მნიშვნელოვანი ფაქტები ყურადღების მიღმა რჩება და იჯერებ მხოლოდ იმას, რაზეც კონცენტრირება მოახერხე.