fbpx

ლეგენდარული მუსიკოსები საქართველოში ჯაზფესტივალზე, – 23-27 ოქტომბერი

ავტორი ჟოლო
31 ნახვა

თბილისის ჯაზფესტივალი 23 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. სულ რვა კონცერტი ჩატარდება. უცხოელ მუსიკოსებთან ერთად სცენაზე ქართველ შემსრულებლებსაც ვიხილავთ. მსმენელი გიორგი მელიქიშვილს, ბექა გოჩიაშვილსა და გიორგი მიქაძეს შეხვდება.

საქართველოში რომ მაღალი დონის ჯაზფესტივალი ტარდება ეს უკვე სიახლეს არავისთვის წარმოადგენს. სწორედ ამის შედეგია ქართველთა მუსიკალური გემოვნების დახვეწა და კარგი მსმენელი. უფრო მეტიც, ამ ფესტივალების დამსახურებით  ბევრისთვის  ჯაზი ცხოვრების სტილადაც იქცა… 

 

23 ოქტომბერს ფესტივალს ამერიკელი გიტარისტი ალ დი მეოლა გახსნის. ის თბილისში ბენდთან ერთად ჩამოდის.  23-ში ასევე  მოვუსმენთ პიანისტ მიშელ კამილოსა და მის ტრიოს.

24 ოქტომბერს ანატ კოენის კვარტეტს შევხვდებით. ანატ კოენის შემდეგ დრამერ ჯორჯ მელის, იგივე გიორგი მელიქიშვილის ბენდი დაუკრავს.

25 ოქტომბერს კი მსმენელი თანამედროვე ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ გიტარისტს დევიდ ფიუჟინსკის შეხვდება. სწორედ მის ბენდში ვიხილავთ ქართველი მუსიკოსს – პიანისტ გიორგი მიქაძეს.
 
26 ოქტომბერს საქსოფონისტ ენდი შეპარდის ბენდს მოვუსმენთ, შემდეგ კი ვიბროფონისტ როი აიერსს.
ჯაზფესტივალს 27 ოქტომბერს ოთხი „გრემის“ მფლობელი ბასისტი, სტენლი კლარკი დახურავს, სტენლი კლარკის ბენდში უკრავს მსოფლიო ვარსკვლავების მიერ დიდ მუსიკოსად აღიარებული ქართველი ახალგაზრდა ჯაზ შემსრულებელი ბექა გოჩიაშვილი.
ჯაზფესტივალს ტრადიციულად საქართველოს კულტურის სამინისტრო და თიბისი ბანკი წარმოადგენს.
ავტორი: დეა თავბერიძე

 

საქართველოში რომ მაღალი დონის ჯაზფესტივალი ტარდება ეს უკვე სიახლეს არავისთვის წარმოადგენს. სწორედ ამის შედეგია ქართველთა მუსიკალური გემოვნების დახვეწა და კარგი მსმენელი. უფრო მეტიც, ამ ფესტივალების დამსახურებით  ბევრისთვის  ჯაზი ცხოვრების სტილადაც იქცა… 

 23 ოქტომბერს ფესტივალს ამერიკელი გიტარისტი ალ დი მეოლა გახსნის. ის თბილისში ბენდთან ერთად ჩამოდის.  23-ში ასევე  მოვუსმენთ პიანისტ მიშელ კამილოსა და მის ტრიოს.

24 ოქტომბერს ანატ კოენის კვარტეტს შევხვდებით. ანატ კოენის შემდეგ დრამერ ჯორჯ მელის, იგივე გიორგი მელიქიშვილის ბენდი დაუკრავს.

25 ოქტომბერს კი მსმენელი თანამედროვე ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ გიტარისტს დევიდ ფიუჟინსკის შეხვდება. სწორედ მის ბენდში ვიხილავთ ქართველი მუსიკოსს – პიანისტ გიორგი მიქაძეს. 26 ოქტომბერს საქსოფონისტ ენდი შეპარდის ბენდს მოვუსმენთ, შემდეგ კი ვიბროფონისტ როი აიერსს.

 27  ოქტომბერს ჯაზფესტივალს ოთხი „გრემის“ მფლობელი ბასისტი, სტენლი კლარკი დახურავს, სტენლი კლარკის ბენდში უკრავს მსოფლიო ვარსკვლავების მიერ დიდ მუსიკოსად აღიარებული ქართველი ახალგაზრდა ჯაზ შემსრულებელი ბექა გოჩიაშვილი.

ჯაზფესტივალს საქართველოს კულტურის სამინისტრო და თიბისი ბანკი წარმოადგენს.

ავტორი: დეა თავბერიძე

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment